spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე - თითოეული თქვენგანის არჩევნებზე მისვლაზეა დამოკიდებული...

გიორგი ვაშაძე – თითოეული თქვენგანის არჩევნებზე მისვლაზეა დამოკიდებული ქვეყნის განვითარების მშვიდობიანი ხვალინდელი დღე

თითოეული თქვენგანის მისვლაზეა დამოკიდებული ქვეყნის განვითარების მშვიდობიანი ხვალინდელი დღე – „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ არჩევნების მიმდინარე პროცესებსა და მასში მიმდინარე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა:

სამწუხაროდ არჩევნები დარღვევებთან ერთად მიმდინარეობს, სამწუხაროდ კიდევ უფრო მეტია, განსაკუთრებით ქუთაისში ხედავთ ჩვენ წარმომადგემლებს, რომლებიც აქტიურობდნენ იმისთვის, რომ წინასწარ შევსებული ოქმი გაბათილებულიყო.

3 საათზე ოდნავ მეტია დარჩენილი არჩევნების დასრულებამდე, გულწრფელად მინდა გთხოვოთ ყველას მიხვიდეთ არჩევნებზე. წლევანდელი აქტივობა არის მცირედით ნაკლები ვიდრე წინა. სწორედ ამ აქტივობაზე, ყველა ადამიანის ხმაზე, თითოეული თქვენგანის მისვლაზეა დამოკიდებული ქვეყნის განვითარების მშვიდობიანი ხვალინდელი დღე. ეს არჩევნები არის მართლაც მნიშვნელოვანი ერთი ცვლილებებისთვის და მეორე გავარღვიოოთ ეს დაპირისპირების მოჯადოვებული წრე. ყველას გთხოვთ არ დაიზაროთ და მიხვიდეთ არჩევნებზე, განსაკუთრებით მინდა თბილისს ვთხოვო, რადგან მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაბალია, აუცილებლად მიდით არჩევნებზე იმიტომ, რომ თითოეული ადამიანის მისვლა უფრო ნაკლები ხმის გაყალბებას ნიშნავს.

„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელს“ გვინდა ერთიანობა, საქმის კეთება წინსვლა, თანამშრომლობა და ამას სჭირდება თქვენი საარჩევნო აქტივობა, გააკეთეთ თქვენი არჩევანი, მიდით არჩევნებზე. ვფიქრობ, ყველას ერთად შეგვიძლია ერთი დიდი ისტორიული ნაბიჯი გადავდგათ წინ და წერტილი დავუსვათ ამ ქვეყანაში დაპირისპირებას.

დარღვევებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო, ადამიანები რომლებიც არღვევენ 100 მეტრიან დისტანციას და მობილიზებულები არიან, და სიებით ხდება კონტროლი. ყველას მოვუწოდებ ნუ შეგეშინდებათ ამის, როდესაც საარჩევნო უბანზე შედიხართ და ხაზავთ თქვენს არჩევანს, ვერავინ ამას ვერ გაიგებს 100% -ან გარანტიას გაძლევთ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არ მეცოდება უზრდელი და თავხედი ადამიანი, მითუმეტეს მაშინ, როცა სხვა ქვეყანაში იმყოფება, არ იცავს...

ქართველი მომღერალი და მსახიობი ნინი ბადურაშვილი კახეთში, სასტუმრო "Agarani...

“ივანიშვილმა ჯერ დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელსაც AI-ს სფეროში ქართველები უნდა მოემზადებინა და...

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს მე-3...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...