კვირა, ივნისი 29, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიგიორგი ვაშაძე - "მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას" - ნუ...

გიორგი ვაშაძე – “მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას” – ნუ შეეცდებით ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას”

მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას” ნუ შეეცდებით ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას – ამის შესახებ პარტია „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც არჩევნების პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით გამართა:

სამწუხაროდ საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს, პირველ რიგში მინდა ყველა მოქალაქეს მოგიწოდოთ – ჩემო ძვირფასებო, მიდით არჩევნებზე!

მე მინდა ჩამოვთვალო დარღვევების კატეგორია: ბიულეტენის მოხევის დროს, ჩვენი 1 ნომერი რჩება ყუაზე, ისე ახევენ, რომ ფიზიკურად ვერ შემოხაზავს ადამიანი ჩვენს ნომერს. მე მინდა მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს, რომ თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ბიულეტენის გამოცვლა.

შემდეგი კატეგორიის დარღვევა, რომელიც ფიქსირდება, არის ფარულობის დარღვევა და ჩვენ შეგვიძლია კადრები გაჩვენოთ თუ როგორ ხდება ჯიხურის გარეთ ხელმოწერა, პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ არის შემთხვევები, როდესაც კომისიის წევრები პირდაპირ მოუწოდებენ ამომრჩეველს მხარი დაუჭირონ მმართველ პარტიას.

მოვუწოდებ ყველა კომისიის წევრს და “ქართულ ოცნებას”, ნუ შეეცდებით ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას, შეწყვიტეთ სტანდარტული ხრიკების გამოყენება, ბიულეტენის არასწორად მოხევა და ასე შემდეგ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამერიკა ძლიერია როგორც არასდროს და არავის არ შერჩება მისი დაიგნორება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიტიური ემოციური პოზიცია აშშ-სთან...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპიულ საშუალებებთან დაკავშირებით,...

“მაშინ როცა ლუკაშენკო უშვებს პოლიტპატიმრებს, ესენი სულ უფრო მეტ პოლიტიკოსს და უბრალოდ აქტიურ ადამიანს...

პოლიტიკოსი ლიდერების დაპატიმრების ფაქტებს ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას...

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ გირაოს გადახდის გამო...