spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ავირჩიოთ ერთიანობა, თანხმობა, განვითარება, აღმშენებლობა, რომელიც ასე სჭირდება...

“ავირჩიოთ ერთიანობა, თანხმობა, განვითარება, აღმშენებლობა, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას” – გიორგი ვაშაძე

,,მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა არჩევნებზე მისვლისა და საკუთარი აზრის დაფიქსირებისკენ ქვეყნის ბედის შესაცვლელად. პარტიის თავმჯომარემ აღნიშნა ოპოზიციის ძირითადი იდეა 2 ოქტომბრის რეფერენდუმისთვის: “ჩავაბაროთ წარსულს ეს დაპირისპირება, შუღლი და ავირჩიოთ ერთიანობა, თანხმობა, განვითარება, აღმშენებლობა, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას”…

,,დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია! ქვეყანაში არის უმძიმესი დაპირისპირების ფონი. ეს ფონი ყველამ ერთად ხვალინდელ არჩევნებზე უნდა მოვხსნათ.

მეგობრებო, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ცვლილებები! მშვიდობიანი ცვლილებები! აღარ არის დრო დაპირისპირების, ერთმანეთის წინააღმდეგ შუღლის. ახლა საქართველოს ისე, როგორც არასდროს, სჭირდება ეროვნული თანხმობა, სჭირდება ცვლილებები, რომელიც საქართველოს მოუტანს ძლიერ ინსტიტუციებს, სამართლიან სასამართლოს, იმ მნიშვნელოვანი განვითარების ნაბიჯს, რომელსაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩვენგან ელიან.

საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს პასუხისმგებლობა მთელ მსოფლიოს გავაგონოთ ხვალინდელ დღეს ჩვენი ხმა! უამრავი ევროპარლამენტარი, ჩვენი ევროპელი პარტნიორი ჩამოსულია საქართველოში და ისინი ელოდებიან რას გადაწყვეტენ საქართველოს მოქალქეები!

რაც არ უნდა პოლიტიკოსები ვიყოთ, პირველ რიგში ვართ ადამიანები. არ მგონია ვინმეს ახარებდეს ქვეყნის პრეზიდენტის დაკავება.

ეს დღე კიდევ ერთხელ აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული თანხმობა იმისთვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ, გვქონდეს ძლიერი სასამართლო, დავიწყოთ აღმშენებლობა და ჩავაბაროთ წარსულს, აი, ეს დაპირისპირება, ურთიერთკინკლაობა, შუღლი, რომელიც არ გვაძლევს გასაქანს ქვეყნის განვითარების.

არ დაგავიწყდეთ ხვალინდელი არჩევნები არის ცვლილებების არჩევნები. თქვენზეა დამოკიდებული რა გადაწყვეტილებას მიიღებთ. ჩვენ – ,,მესამე ძალა“ და ,,სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოვედით მესამე ძალის იდეით იმიტომ, რომ ყოველთვის არსებობს ალტერნატივა დაპირისპირების და ეს ალტერნატივა არის თანხმობა, თანამშრომლობა, ერთად დგომა.

არ გვაქვს ჩვენ ქართველებს არაფერი გასაყოფი. გვაქვს ერთი სამშობლო, სახელმწიფო და ეს სახელმწიფო უნდა ავაშენოთ ერთიანი ძალისხმევით, ენერგიით. ამიტომ მშვიდობიანად, წყნარად მივიდეთ ხვალ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. ჩავაბაროთ წარსულს ეს დაპირისპირება, შუღლი და ავირჩიოთ ერთიანობა, თანხმობა, განვითარება, აღმშენებლობა, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას” – გიორგი ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური...

“ასეთი რა გაგიჭირდათ ეს ლეგიტიმაცია, აი ასეთ გასვენებაში რომ აპირებთ წასვლას” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი დავით...

ანა დოლიძე: “ის რაც ჩვენი პატიმრების თავზე ხდება არის სრული ბარბაროსობა…”

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე კონკრეტული შეკითხვების თანხლებით თავის...

“ოლიგარქიული სახელმწიფო: სამი რამ გადაბმული ერთმანეთში…” – ანა დოლიძე

სასამართლო ხელისუფლებაზე აქცენტით, ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს პარტია "ხალხისთვის"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...