შაბათი, ივლისი 5, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეკლესია ყოველთვის იცავდა და დაიცავს აღსარების საიდუმლოს და...

“ეკლესია ყოველთვის იცავდა და დაიცავს აღსარების საიდუმლოს და არავის მისცემს უფლებას, აღსარების გაუთქმელობა აღმოჩნდეს საფრთხის წინაშე” – საქართველოს საპატრიარქო

ე.წ. „სუსის მასალების“ გავრცელებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს საპატრიარქო:

მიმდინარე წლის სექტემბერში ე.წ. „სუსის მასალების“ გავრცელება, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, უპირველეს ყოვლისა, წინასაარჩევნო დებატებში ეკლესიის ჩართვას და მისი მსახურების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

გაურკვეველი წარმომავლობის გამოქვეყნებულ ფაილებში ტყუილ-მართლის გარჩევა შეუძლებელია; ერთი კი ცხადია: ამ მასალამ ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს მისცა ცილისწამების, პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახველი ჭორების გავრცელების საშუალება, რაშიც სხვებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი თავისი სკანდალური ქმედებებით ცნობილი რამდენიმე სასულიერო პირი, ე.წ. თეოლოგები საინფორმაციო საშუალებები და ზოგიერთი ტელევიზია.

ამასთან იკვეთება აღნიშნული ტელევიზიებისა და, ზოგადად, მასმედიის ორმაგი სტანდარტიც: საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორი მკვეთრად უარყოფითი რეაგირება ჰქონდათ მათ (ისევე, როგორც ყველას) არც თუ ისე დიდი ხნის წინ მასმედიის წარმომადგენლებზე და სხვა პირებთან დაკავშირებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ეთერში გაშვებაზე. ახლა კი თვითონ არიან დანაშაულის ხელშემწყობნი, – ცილისწამების მთავარი და ყველაზე ფართომასშტაბიანი გამავრცელებელნი, მათ შორის შერჩევითობის პრინციპით.

მაგ., ადრინდელ მნიშვნელოვან მოვლენებზე რომ არაფერი ვთქვათ, მათ ეთერში არაფერი გაჟღერებულა თუნდაც იმ საუბრების შესახებ, სადაც მღვდელმთავრების დაპატიმრებასა და საპატრიარქოს შტურმით აღებაზეა საუბარი; ეს ხომ მეტად საგულისხმო ინფორმაციაა?!
ცნობილია, საეკლესიო სასჯელის დადება, უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს; ამიტომაც აღნიშნული ფაილები, მათთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების გამო, გადაწყვეტილების მისაღებად გამოუყენებელია.

თუ კონკრეტული სასულიერო პირის შეუფერებელი ქმედების შესახებ რეალური მტკიცებულებების მოპოვება მოხდება, კომისიის მხრიდან საკითხის შესწავლისა და ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირება.

გვინდა, ასევე, განვაცხადოთ: იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად ხდებოდა მღვდელმსახურთა უკანონო თვალთვალი და მოსმენები, ეს არის ყოვლად მიუღებელი, რადგან ასეთი ქმედება, უპირველეს ყოვლისა, საფრთხეს უქმნის სასულიერო პირებისა და მრევლის კომუნიკაციას და არღვევს ქრისტიანულ სწავლებაში აღსარების გაუთქმელობის უმთავრეს და ხელშეუხებელ პრინციპს, დაცულს, როგორც საქართველოს, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობით.

ეკლესია, თავისთავად, ყოველთვის იცავდა და დაიცავს აღსარების საიდუმლოს და არავის მისცემს უფლებას, აღსარების გაუთქმელობა აღმოჩნდეს საფრთხის წინაშე. პირველ რიგში, სწორედ ამის გამო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს მხრიდან სრულყოფილი გამოძიების დროულად დასრულება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში კი მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს როგორც სასულიერო, ისე საერო პირთა უკანონო თვალთვალისა და მოსმენების გამო, ასევე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან მასალის გავრცელებაზე პასუხისმგებელნი,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...