spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ ვხედავთ, რომ ჭიათურაში კონკრეტული პიროვნებები მდიდრდებიან, შემოსავალი...

“ჩვენ ვხედავთ, რომ ჭიათურაში კონკრეტული პიროვნებები მდიდრდებიან, შემოსავალი ეზრდებათ ხალხი კი პირიქით, ღარიბდება” – გიორგი ვაშაძე

“მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი” აქტიურად განაგრძობს წინასაარჩევნო კამპანიას. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში “მესამე ძალის” გუნდი უამრავ სოფელსა თუ ქალაქში მოსახლეობას შეხვდა. პოლიტიკური პლატფორმის ლიდერი გიორგი ვაშაძე დღეს ჭიათურის მოსახლეობას შეხვდა. მისი თქმით ქალაქი ჭიათურა დიდ სიმდიდრეზეა აშენებული, მაგრამ ეს სიმდიდრე ისე გადის ქალაქიდან, რომ ჭიათურის მოსახლეობას ეკოლოგიური სიბინძურის და გაჭირვების გარდა არაფერი რჩებათ. ვაშაძეს მიაჩნია, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნისთვის გადამწყვეტი იქნება, რადგან მოსახლეობამ არსებულ უმძიმეს რეალობასა და განვითარებას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს:

მიხარია, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქში ვარ, აქ დავიბადე და გავიზარდე. ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარის მადანი გადის ამ ქალაქიდან, მაგრამ ეს მოსახლეობაზე არ ისახება, პირიქით წლიდან წლამდე უარესდება ვითარება, არაფერი არ მიდის წინ და არც უმჯობესდება.

ქალაქს ყველა მიმართულებით აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იქნება ეს მარგანეცის, ტურიზმის ან სხვა ბევრი მიმართულებით.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ ვერ მივიწევთ წინ არის, რომ ქალაქის სათავეში არ არიან ის ადამიანები, ვისაც უყვარს ეს ქალაქი, ვინც გულთან მიიტანს ამ ყველაფერს და ყველაზე მთავარი, ხედავს დიდ პერსპექტივას, რომელიც ჭიათურას აქვს. ჩვენ ვხედავთ, რომ ქალაქში კონკრეტული პიროვნებები მდიდრდებიან, შემოსავალი ეზრდებათ ხალხი კი პირიქით, ღარიბდება.

ჩვენ “მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელს” ჭიათურაში გვყავს გუნდი, რომელსაც შეუძლია ქალაქის ამ დიდი პოტენციალის დანახვა და სწორად გამოყენება, ამისათვის საჭიროა 2 ოქტომბერს მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სწორი არჩევანი”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ისადა, რატომ არ ჰქონდა ქართულ ოპოზიციას 2024-ის არჩევნების დღეს დაორგანიზებული მიტინგი?!” – ხათუნა ლაგაზიძე

პოლიტიკის ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციას კონკრეტული შეკითხვა-მინიშნებებით მიმართავს: "ისადა, რატომ არ...

“გამოსაყრელები არიან ეს მუქთახორები, მაგათი უფროსის ხელმძღვანელობით. რაში იღებენ ხელფასს?!” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "აწარმოე საქართველო"-ს მიერ დაანონსებულ...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“მოუწევს კობახიძეს ისევ თემურ ლენგის მარშრუტებზე დაბრუნება” – შოთა უტიაშვილი

"ქართული ოცნების" მოკავშირე უნგრეთის ლიდერის, ვიქტორ ორბანის პარტიის მარცხს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...