spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ზოგადად ვამბობ, რომ სააკაშვილს დახვდება 100 ათასობით ადამიანი...

“ზოგადად ვამბობ, რომ სააკაშვილს დახვდება 100 ათასობით ადამიანი – მასზე გაბრაზებული, გამწარებული” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან მწვავე და ირონიული კომენტარი გააკეთა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით. მისი თქმით ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს, ხოლო ექსპრეზიდენტი მაშინვე აღმოჩნდება ციხეში, როგორც კი საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს:

,,რა თქვა მიხომ, რა თქვა? ჩამოვდივარო?

საერთოდ, მე მინდა ახლა, რომ მოსახლეობას ავუხსნათ: ეს კაცი უკვე 8 წელია რომ იმუქრება ჩამოვა, ჩამოვა და არ ჩამოდის, ვერ ჩამოდის. იმიტომ, რომ მშიშარა კაცია. იცის, რომ შევა ციხეში.

ჩვენ ხალხს რომ ავუხსნათ კიდევ ერთხელ: სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მისი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის არეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა. ერთადერთი მისი სურვილი და მიზანი უკავშირდება ძალაუფლების დაბრუნებას, რაც არის მიუღწეველი ოცნება სააკაშვილისა და მისი მკვლელი, მჩაგვრელი გუნდისთვის.

დღეს სახელმწიფო არის ძლიერი. მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ ეს არის 2003 წელი. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს, კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა.

დავუშვათ, ჩამოვიდა ეს ლაჩარი კაცი. გადაწყვიტა და გამოაგდეს, ჩამოვიდა. რა უნდა მოხდეს? – კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ ვერ აღუდგება წინ და შეეწინაღმდეგება. ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც შევა ციხეში. ამის გარანტიას ვიძლევით კანონის და სახელმწიფოს სახელით.

მეორე, რაც მინდა ვთქვა, რომ სააკაშვილი არის მსჯავრდებული და იგი იმსახურებს ციხეს. იმიტომ, რომ მან გამოუსწორებელი შედეგები, ზიანი მოუტანა ჩვენს ქვეყანას, მოსახლეობას.

ამას გარდა, მე მინდა ვთქვა, ის მოწოდებები, რომ ხალხი გამოვა და დამიცავს არის, რა თქმა უნდა, სრული სიცრუე და სიყალბე. რისი თავი აქვს მაგ საცოდავს?! – 5 000 კაცის შეგროვება ძლივს შეუძლიათ, ისიც პიკის დროს. ჩვენ გვკითხონ რამდენი ადამიანის, მხარდამჭერის მობილიზება შეგვიძლია ჩვენს გუნდს?! ზოგადად ვამბობ, რომ სააკაშვილს დახვდება 100 ათასობით ადამიანი – მასზე გაბრაზებული, გამწარებული.

სააკაშვილი როგორც კი შემოვა ჩვენს მიწაზე, ჩვენს ტერიტორიაზე შემოდგამს ფეხს, სახელმწიფო გასცემს პასუხს, იმავე წამს იქნება დაკავებული და შებრძანებული ციხეში. ვინც ხელს შეუშლის ამ პროცესს, ყველა ადამიანი დაისჯება უმკაცრესად კანონის შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ანა დოლიძე: “ის რაც ჩვენი პატიმრების თავზე ხდება არის სრული ბარბაროსობა…”

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე კონკრეტული შეკითხვების თანხლებით თავის...

ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…”

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას” – გიორგი ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...