სამშაბათი, მაისი 13, 2025
16.6 C
Tbilisi
spot_img
მთავარისოფლის მეურნეობა"გაჩნდა შესაძლებლობა, ყურძნის გადამმუშავებელმა კომპანიებმა შეღავათიანი კრედიტი აიღონ,...

“გაჩნდა შესაძლებლობა, ყურძნის გადამმუშავებელმა კომპანიებმა შეღავათიანი კრედიტი აიღონ, როგორც ყურძნის გადამუშავების, ასევე ღვინის წარმოებისათვის საჭირო მასალების ბოთლის, საცობის, ჩაჩის და ყუთის შესაძენად” – მთავრობის გადაწყვეტილება

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრებზე რეალიზაციის მაქსიმალურად გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ცვლილება შევიდა.

ცვლილების თანახმად, გაჩნდა შესაძლებლობა, ყურძნის გადამმუშავებელმა კომპანიებმა შეღავათიანი კრედიტი აიღონ, როგორც ყურძნის გადამუშავების, ასევე ღვინის წარმოებისათვის საჭირო მასალების ბოთლის, საცობის, ჩაჩის და ყუთის შესაძენად.

ქართული მეღვინეობის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია გულისხმობს, ქართული ღვინო ნიშური სეგმენტიდან საყოველთაო ხელმისაწვდომ კატეგორიაში გადავიდეს. ქართული ღვინო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ძირითადი გაყიდვის არხებში, როგორიც არის, ე.წ., on trade, ჰორეკა სექტორი და ქსელური მაღაზიები, რითეილი. შესაბამისად, უნდა გაიზარდოს როგორც ხარისხიანი ქართული ღვინის წარმოება, ისე ექსპორტი. ქართულმა ღვინომ მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიმკვიდროს ღვინის ცნობილ მწარმოებელ თუ ექსპორტიორ ქვეყნებს შორის.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ, ერთი მხრივ, დაიწყო საგრანტო თანადაფინანსება მარკეტინგული ღონისძიებების გაზრდისთვის, ხოლო მეორე მხრივ, მთავრობის სხდომაზე დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცათ, შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლონ ღვინის წარმოებისათვის საჭირო მასალების – ბოთლის, საცობის, ჩაჩის და ყუთის შესაძენად.

2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 60 ქვეყანაში, 376 კომპანია ახორციელებდა ექსპორტს. 100 მლნ ბოთლის რეალიზაცია 2021 წლის საპროგნოზო მონაცემია. სახელმწიფოს მიზანია, 10 წლიანი გეგმის ფარგლებში, 2030 წლისთვის, ღვინის სექტორის საექსპორტო შემოსავლებმა 1 მლრდ დოლარი შეადგინოს, რაც, ფაქტობრივად, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური პროდუქტებიდან დღეს არსებული შემოსავლების გასამმაგებას გულისხმობს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“უკრაინელებმა სა9მაისოდ პუტინს საჩუქარი გაუკეთეს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...