პარასკევი, ივლისი 4, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდეზინფორმაციაანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გამოწვევები საქართველოში - კოალიცია...

ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გამოწვევები საქართველოში – კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის

საქართველო ერთ-ერთი პირველი სატესტო ქვეყანა აღმოჩნდა, სადაც რუსეთმა ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები გამოცადა. 2008 წლის ომამდეც, საქართველოში მასშტაბური კიბერ და საინფორმაციო თავდასხმა განხორციელდა. ამ თავდასხმებით, რუსეთი აქტიურად ცდილობდა საქართველოს მოქალაქეების მავნე პროპაგანდითა და დეზინფორმაციით მანიპულირებას. მაშინაც და ახლაც, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაცია და ანტიდასავლური პროპაგანდა საქართველოში ცდილობს, გააღრმაოს საზოგადოებრივი პოლარიზაცია, შეასუსტოს მოქალაქეთა ევროატლანტიკური კურსისადმი მხარდაჭერა, გააქროს ზღვარი სიმართლესა და ტყუილს შორის.

დეზინფორმაცია და მისი საზიანო შედეგები განსაკუთრებით შემაშფოთებელ სახეს იძენს წინასაარჩევნო პერიოდში. მაშინ, როცა რუსეთის მხარდაჭერილი ჯგუფები და პოლიტიკური სუბიექტები, დეზინფორმაციას ოპონენტების დისკრედიტაციისა და მოქალაქეთა განწყობების მანიპულირებისთვის იყენებენ.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესში ჩართულმა მხარეებმა მტრული დეზინფორმაციის საფრთხეები გაიაზრონ და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა ინფორმირებული და თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.

ამდენად, მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიებს:

  • ნაცვლად დეზინფორმაციისა და ურთიერთ მადისკრედიტირებელი გზავნილებისა, დემოკრატიული, სამართლიანი და გამჭვირვალე კონკურენციის გზით იბრძოლონ მოქალაქეთა მხარდაჭერის მისაღებად;
  • შეასრულონ 2020 წელს შვეიცარიის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით მიღებული და ხელმოწერილი ქცევის კოდექსი რაც გულისხმობს ოპონენტების წინააღმდეგ ყალბი ინფორმაციის, არაავთენტური ანგარიშების (ბოტებისა და ტროლების), ცილისწამებისა და დისკრედიტაციის გამოყენებაზე უარის თქმას;
  • განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ განცხადებებს, რომლებიც ნებით თუ უნებლიედ, ანტიდასავლურ პროპაგანდას აძლიერებენ.

მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიანად სწორად მოხდეს დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეების გააზრება და იმის გაცნობიერება, რომ არჩევნები მტრული საინფორმაციო კამპანიის, მხოლოდ, ერთ-ერთი სამიზნეა და მისი რეალური გავლენა ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსა და დემოკრატიულ განვითარებაზე გაცილებით დიდია.
ამდენად, აუცილებელია, პოლიტიკური სუბიექტები და არსებული თუ მომავალი მმართველი ძალები:

  • სერიოზულად მოეკიდონ დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების გამოწვევებს;
  • მაპოლარიზებელი და საზოგადოების დაყოფისკენ მიმართული რიტორიკის ნაცვლად, მტრული დეზინფორმაციის საპასუხოდ, ერთიანი ეროვნული მიდგომით დაიწყონ მუშაობა ეფექტური და რეალური ნაბიჯების გადადგმისთვის;
  • საკანონმდებლო ფორმატებში დაიწყონ პარლამენტის მიერ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიშისა და გაწერილი რეკომენდაციების გააზრება, განხილვა და აღსრულება;
  • საპარლამენტო დონეზე დაიწყონ დეზინფორმაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე პასუხისმგებელი უწყებების მუშაობის ზედამხედველობა;
  • ხელი შეუწყონ აღმასრულებელ დონეზე ზეპარტიული უწყებათაშორისი ორგანოს/მექანიზმის ჩამოყალიბებას, რომელიც, სამოქალაქო საზოგადოებასთან კოორდინირებით, უზრუნველყოფს მყისიერ წინმსწრებ კომუნიკაციას დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე;

დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში, განსაკუთრებით მაღალია მედიის პასუხისმგებლობა. პროდასავლურმა მედიასაშუალებებმა, არ უნდა დაუშვან, მათი პლატფორმებით ანტიდასავლური დეზინფორმაციის გზავნილების გავრცელება და უნდა გაზარდონ ყალბი ამბებისა და პროპაგანდის წინააღმდეგ საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდა.

ინფორმაციას ავრცელებს კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...