პარასკევი, ივნისი 27, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიებები და პოლიტიკოსების მისალოცი...

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიებები და პოლიტიკოსების მისალოცი სიტყვები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიებების ფარგლებში, თავისუფლების მოედანზე, ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

თბილისის გარდა, ფიცის დადების ცერემონია ზუგდიდში – დადიანების სასახლეში, რაჭაში – მრავალძალის მონასტერში, ქართლში – კლდეში ნაკვეთ უძველეს ქალაქ უფლისციხეში, დუშეთში – ანანურის ციხის კომპლექსზე და ყვარელში – გრემის მონასტერში  გაიმართა და ჯამში, დღეს ფიცი დადო 463 რეკრუტმა და წვევამდელმა.

საზეიმო ღონისძიებები გაიმართა თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში.

დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა და გააკეთეს შესაბამისი განცხადებები:

დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე  ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის მძევლები იქნებიან. რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის ნიშანია ასევე მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცების ფაქტები. ამის ერთ-ერთი უახლესი მაგალითია ირაკლი კვარაცხელიას ტრაგედია. რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის გამოხატულებაა სამხრეთ ოსეთის დიდ სამხედრო ბაზად გადაქცევა და გამსვლელი პუნქტების ჩაკეტვა. ამ პოლიტიკას ჩვენ  დავამარცხებთ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებით!

ჩვენი პირველი გამარჯვება ის არის, რომ ომმა და ოკუპაციამ ვერ გადაგვახვევინა ჩვენი მთავარი გზიდან. საქართველოს ყველგან აღიარებენ, როგორც მოწინავე ქვეყანას ევროპასთან და ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე; აღიარებენ, როგორც სტაბილურობის კუნძულს” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

 

ჩვენ ბევრი ტკივილი გამოვიარეთ თავისუფლებისთვის, ერთიანობისთვის და ყველა ბრძოლამ შვა თავისი გმირები! ქართველი ერი არასოდეს დაივიწყებს სამშობლოს ერთგულ შვილებს, რომლებმაც თავისი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი სამშობლოს ღირსებას. ჟიული შარტავა, ზურაბ იარაჯული, ზაზა დამენია, გიორგი ანწუხელიძე და ჩვენი ყველა გმირის სახელი სამარადჟამოდ შევა ჩვენს მრავალსაუკონოვან ისტორიაში და თაობები გაიზრდებიან მათ მაგალითზე.

მეგობრებო, ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის და უკეთესი მომავლისთვის დღესაც გრძელდება.

ამ საზეიმო დღეს მე მსურს, მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს და მათ მივულოცო ჩვენი საერთო სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე! ეს არის დღე, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს!” – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა, მამუკა ბახტაძემ.

 

„რაც შეიძლება ხშირად უნდა გავიხსენოთ ის, თუ რამდენად ძვირფასი რამ არის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და უნდა გავიხსენოთ, რომ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და განმტკიცებას ყოველდღიური შრომა და ბრძოლა სჭირდება. ამ სულისკვეთებით უნდა ვიყოთ თითოეული ჩვენგანი განმსჭვალული. გილოცავთ ყველას დამოუკიდებლობის დღეს. ვულოცავ სრულიად საქართველოს,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

 

მოსახლეობას ულოცავენ, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლები.

გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ეს დღე არის საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ერთიანობის სიმბოლო.

საქართვლოს ისტორიის მანძილზე, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო ძლიერი, როცა ერთად ვიყავით, ერთად ვიდექით და ერთიანი ძალისხმევით ვებრძოდით იმ მთავარ გამოწვევებს და პრობლემებს, რაც ჩვენი ისტორიის  მანძილზე გვქონდა. და მე ვფიქრობ, რომ ტერიტორიულ მთლიანობასაც აღვადგენთ, თუ ერთად ვიქნებით და იმ უკიდეგანო გაჭირვებასაც დავამარცხებთ თუ ერთად ვიქნებით, ერთად დავდგებით.

მთავარია ერთიანობა და ძალა ერთობაშია!” – განაცხადა “პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ.

 

გილოცავთ ყველას დამოუკიდებლობის დღეს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ქართულ სახელმწიფოებრიობას ისევ სჭირდება თავდადება, რათა შევინარჩუნოთ, განვამტკიცოთ, გავაძლიეროთ და გავაერთიანოთ ქართული მრავალეროვანი სახელმწიფო. და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე დადგეს დრო, როცა თანამედროვე დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფო დაიმკვიდრებს ადგილს ევროპულ ოჯახში.

ჩვენ აუცილებლად გავმთლიანდებით და ქართული სახელმწიფო, საბოლოო ჯამში, აუცილებლად გაიმარჯვებს!” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

 

საქართველოს მთელი ისტორია, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. ამიტომ, ჩვენ ვართ ბედნიერი თაობა, რომ გვიწევს ცხოვრება თავისუფალ საქართველოში.

ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ ამ თავისუფლების დასაცავად, რომ 26 მაისს, აღარასდროს აღარ მოჰყვეს 25 თებერვალი.

ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველო იყოს არა მხოლოდ დამოუკიდებელი, არამედ ნამდვილად თავისუფალი, ერთიანი, წელში გამართული და ევროპული ქვეყანა.

გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, გილოცავთ ყველას  ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღეს!” – განაცხადა “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ.

 

ცნობისათვის: 1918 წლის 26 მაისს, 17:10 საათზე, თბილისში, გოლოვინის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, რომლითაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეს მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა, 31 მარტს კი ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავი აღნიშნა სრულიად საქართველომ.

სააგენტო “პარალელი” უერთდება ამ საზეიმო განწყობას და სრულიად საქართველოს, ყველა ჩვენს თანამემამულეს ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცნახირო, რა გჭირთ, რისი გეშინიათ ასე მწარედ? რამ შეგაშინათ, ხომ ხართ კარგად?🤨🧐” – დავით...

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მის მიმართ...

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში,...

“სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ნინო დათაშვილს, გამბედავ და სამართლიანობისთვის მებრძოლ მასწავლებელს” – გიორგი...

სოციალურ ქსელში მწვავე პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება მასწავლებლის, ნინო დათაშვილის...

“დუმილი არ ნიშნავს, რომ შენ ნეიტრალური ხარ, დუმილი დღეს პოზიციაა!” – სერგო ჩიხლაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, გასული საუკუნის ისტორიიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...