spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმადლობა და მოწიწება მათ, ვინც უარი უთხრა ივანიშვილს...

მადლობა და მოწიწება მათ, ვინც უარი უთხრა ივანიშვილს ზუგდიდში – ბაჩუკი ქარდავა

ზუგდიდში ჩატარებულ არჩევნებს შეფასებას აძლევს გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” წევრი, ედპ-ს თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა და მადლობას უხდის მათ, ვინც სანდრა რულოვსს დაუჭირა მხარი:

არ ვიცი, რამდენად სწორია მადლობის თქმა, როცა ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას, გადარჩენის, განვითარების სასარგებლოდ გაკეთებული გაბედული არჩევანისთვის, მაგრამ არ შემიძლია მადლობა და მოწიწება არ გამოვხატო იმ 24000 ადამიანის მიმართ, რომელმაც უარი უთხრა ივანიშვილს ზუგდიდში! დამერწმუნეთ, იმ პირობებში, როცა ზუგდიდის მერი აარჩევინეს სხვა რაიონებიდან ხელოვნურად გადმოწერილ ამომრჩეველს და ყალბი პირადობებით აღჭურვილ სპეც.აგენტებს, რეალურად თქვენ ხართ უმრავლესობა და არც კიდევ 42% ჩემო ზუგდიდელებო, როგორც ეს ცსკომ შემოგვთავაზა!

მადლობა იმათაც ვისაც ჩამოართვეს, ან კიდევ მოპარეს პირადობები და ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის ზუგდიდში!

მადლობა იმისთვის, რომ თქვენ არ გენდნენ გამყალბებლები და მოძალადეები!

განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა ჩვენი აქტივისტის, თუ მხარდამჭერის მიმართ, ვინც პირადი რისკის ფასად, უანგაროდ იბრძოდა მთელი კამპანიის განმავლობაში, მაშინ, როდესაც თქვენ გიპირისპირდებოდათ ივანიშვილის ფულთან ერთად, მთელი ძალოვანი სისტემა!

მესმის ქვეყანა მძიმე გამოწვევების წინაშე დგას და დრო ძალიან ცოტა გვაქვს, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ივანიშვილი სულ უფრო და უფრო ძვირ ფასს იხდის თითოეულ ყალბ ,,გამარჯვებაში”, ყველაფერს აქვს დასასრული და ეს რეჟიმიც მალე დასრულდება!

მორჩა, ბოლო შებრძოლებაღა დარჩა და აშკარაა, რომ დღეს ჩვენს მხარეს არა მხოლოდ სიმართლე, არამედ ძალაცაა, ძალა ერთობაშია და ეს ერთობა ქართველი ხალხია!” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ბაჩუკი ქარდავა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აი, ამ ოფშორული და ავტორიტარული რეჟიმების გვერდით აღმოვჩნდით კიდევ ერთხელ” – რომან გოცირიძე

ევროკავშირის მიერ დაანონსებულ სანქციებს ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს...

“ბოროტება წარმატებული მხეცის ნიშანია!” – ლაშა ბუღაზე

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მომხდარ მძიმე...

“კუდაბზეკილ ევრობიუროკრატიას საკუთარი თავი კეთილსინდისიერების ეტალონად მიაჩნია” – ზაალ ანჯაფარიძე

ევროკავშირთან ურთიერთობის მხრივ კონკრეტულ მოსაზრებებს გამოთქვამს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე: "ჩვენი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...