spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენი მთავარი ამოცანა არის მშვიდობიანი გარემოს უზრუნველყოფა ამ...

“ჩვენი მთავარი ამოცანა არის მშვიდობიანი გარემოს უზრუნველყოფა ამ არჩევნებში” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმდჯომარემ ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა ელჩებთან შეხვედრის შემდეგ, თუმცა კონკრეტული დეტალების შესახებ არ ისაუბრა. მისივე თქმით, საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სუფთა საარჩევნო დეტალებზე, შესაბამისად განხილული არ იყო არც შარლ მიშელის შეთანხმება და არც ჩანაწერების თემა:

,,პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენ თავიდანვე გვითხრეს და ეს უთხრეს ყველა პარტიის წარმომადგენელს, რომ ამ შემთხვევაში შეხვედრის დეტალებზე გარეთ საუბარი არ იქნებოდა. ეს არის წესი, რომელზეც ყველა შევთანხმდით.

ზოგადად გეტყვით, რომ ჩვენ გავაცანით ჩვენი ხედვა და ინფორმაცია ელჩებს წინა საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით და დაისვა რამდენიმე კითხვა, დაახლოებით 3-4 საკითხთან დაკავშირებით.

საქმე ეხებოდა სუფთა საარჩევნო გარემოს, მხოლოდ და მხოლოდ, შესაბამის საკითხებს. რაც შეეხება ჩანაწერების თემას ასეთ საკითხებზე ბუნებრივია საუბარი არ ყოფილა.

ცალსახად გეუბნებით, რომ საქმე ეხებოდა მხოლოდ საარჩევნო საკითხებს. შესაბამისად ამ შეხვედრებზე საერთოდ არ ყოფილა არც შარლ მიშელის დოკუმენტზე საუბარი, არც ჩანაწერებზე, რაც გამოაგდო რამდენიმე ტელევიზიამ.

რაც შეეხება ძალადობას, – ჩვენ დავდიოდით, დასავლეთ საქართველოში გვქონდა თითოეული შტაბის ხელმძღვანელთან და მერობის კანდიდატთან შეხვედრები და მთავარი, რაზეც ვაფრთხილებდით ყველას იყო ის, რომ მაქსიმალურად ჩაეშალათ აქტივისტებში, მხარდამჭერებში ის, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის მშვიდობიანი გარემოს უზრუნველყოფა ამ არჩევნებში.

თქვენ იცით, რომ 3 თვის განმავლობაში მოვახერხეთ 1 ინციდენტის გარეშე ამ საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, დმანისში მოხდა ერთი მძიმე ინციდენტი, რაზეც იყო მყისიერი რეაგირება. პირი არის დაკავებული და ხორციელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველა ის წარმატებები, რომელიც ბატონ პაატას ჰქონია მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე, იყო და არის საამაყო...

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“ამხელა სხვაობით უგებს ოპოზიცია “ქართულ ოცნებას”, ეს იციან ქოცებმა და ურტყამენ ოპოზიციურ ალიანსს” –...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა…” – რომან გოცირიძე

შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს და სკანდალზე აკეთებს მინიშნებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“ყველა ის წარმატებები, რომელიც ბატონ პაატას ჰქონია მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე, იყო და არის საამაყო...

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

არჩილ გამზარდია: “ფასების კომისიამ პრაქტიკულად პრემიერს დაარტყა…”

"ფასების კომისიის" დასკვნას ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...