ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიელჩის განცხადება დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ იყო აცდენილი -...

ელჩის განცხადება დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ იყო აცდენილი – ირაკლი კობახიძე

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცერის საკმაოდ კრიტიკულ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოტანილ, ფარული მოსმენების ბაზაზე მომზადებულ ე.წ. კრებსებთან დაკავშირებით, პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პასუხობს და აცხადებს, რომ მიმართვა აცდენილი იყო დიპლომატიურ სტანდარტებს:

,,როდესაც არის, თუნდაც ნიშნები იმისა, რომ შეიძლება ვიღაც ვიღაცას უსმენდეს უკანონოდ, რა თქმა უნდა, ამით ჩვენი მეგობრები დაინტერესდებოდნენ კიდეც.

ამიტომ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი – ვინ რა ინფორმაცია გაიტანა, რა იყო ავთენტური, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაციები სინამდვილეს და ა.შ.

ამაზე ზოგადი შეფასებები ჩვენგან იცით. თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულად ელჩის განცხადებას, მე არ ვარ დიპლომატი და შეიძლება ვერ ვერკვევი ამ საკითხებში ბოლომდე, მაგრამ დიპლომატიურ სტანდარტებს, მე მგონი, ოდნავ იყო აცდენილი ეს განცხადება, მითუმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის: ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით და განმარტებებისთვის ბრიუსელში ევროკავშირის სათავო ოფისში საქართველოს ელჩის დაბარების საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა კარლ ჰარცელმა:

თქვენ უკვე იცით ბრიუსელის რეაქცია მოსმენების შესახებ. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვიღებთ, იმიტომ რომ ეს კითხვებს აჩენს. როგორც იცით, დიპლომატიურ ურთიერთობებს ვენის კონვენცია განსაზღვრავს და არ მივიჩნევთ ბუნებრივად, რომ ისეთი ახლო მეგობარი და პარტნიორი, როგორიც საქართველოა, ასეთ მოქმედებებშია ჩართული ჩვენს წინააღმდეგ.

ამ მიზეზით, გუშინ საქართველოს ელჩი ევროკავშირში შეხვედრაზე დაიბარეს ბრიუსელში, ევროკავშირის სათავო ოფისში იმისთვის, რომ ევროკავშირის პოზიციები ყოფილიყო გარკვეული და შემდგომი ნაბიჯები იქნას გადადგმული“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველა დიქტატურა ბოლო თვეებში ერთმანეთს ემსგავსება” – სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმასენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, მძიმე შეფასებებით, ეხმაურება...

ნიკა გვარამია: “ოლიგარქია უნდა დაემხოს!”

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას წერილი საპატიმროდან: "არასწორად გამოყენებულ სიტყვა...

“მდინარაძე არის ივანიშვილის “შავი კასის” მთავარი ხელმძღვანელი” – ლევან ხაბეიშვილი

ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძის ბურუსით მოცულ დაჭრასთაბ დაკავშირებით კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე” – გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია თავის...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...