spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ ნამახვანი ჰესის პროექტის კაბალური ხელშეკრულება შეწყდება, ეს...

“თუ ნამახვანი ჰესის პროექტის კაბალური ხელშეკრულება შეწყდება, ეს იქნება მყარი სახალხო პროტესტისა და წინააღმდეგობის წარმატება” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება სოციალური სამართლიანობის ცენტრი და აცხადებსმ, რომ ხელშეკრულების გაუქმების სეთხვევაშიც გააგრძელებს დავას დაფარული ინფორმაციის გასაჯაროების მოთხოვნასთან დაკავშირებით:

“ენკას” მიერ ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ საჭიროებს სამთავრობო უწყებების განმარტებას მისი შინაარსის, პირობებისა და ვადების შესახებ. იმ შემთხვევაში თუ ნამახვანი ჰესის პროექტის კაბალური ხელშეკრულება შეწყდება, ეს იქნება მყარი სახალხო პროტესტისა და წინააღმდეგობის წარმატება, რაც უმნიშვნელოვანეს პრეცედენტს შექმნის მომავალში ამ ტიპის მოლაპარაკებების დახურულ კარს მიღმა წარმოების პრაქტიკის შესაცვლელად.

საზოგადოებისთვის საჭიროა გაცხადდეს მთავრობის პოზიციაც იმასთან დაკავშირებით, ინარჩუნებს თუ არა ის ამ პროექტის განხორციელების ინტერესს და გეგმავს თუ არა ახალი ინვესტიციის მოზიდვას მისი დასრულებისთვის. პროექტზე გაცემული ნებართვები ისევ ძალაშია და მისი განხორციელების შესაძლებლობები კვლავაც არსებობს.

ჩვენი მხრიდან ნაადრევია შეფასება დავის საგანსა და მის შესაძლო შედეგებზე, მაგრამ აღნიშნულ დავაში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შეფასების საკითხი მესამე, დამოუკიდებელი მხარის, ენერგოგაერთიანების მიერ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ენერგოგაერთიანების მიერ ორგანიზებული მედიაციის ფორმატი და წარმატებით დასრულდეს, როგორც ნამახვანის ხელშეკრულების ისე ნამახვანზე გაცემული დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების შეფასების პროცესი.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ საარბიტრაჟო დავაში განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება ყველა იმ სასამართლო დავის შედეგიც, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამოვიწყეთ სახელმწიფოს წინააღმდეგ, სახელმწიფო უწყებებში მიღებული დაუსაბუთებელი და უკანანო გადაწყვეტილებების გამო.

ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები არ ვგეგმავთ მშენებლობის ნებართვისა და გზშ (გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რედ.) გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოში წარდგენილი სარჩელების გამოთხოვას. ასევე, ჩვენი ორგანიზაცია არ შეწყვეტს დავას დაფარული ინფორმაციის გასაჯაროების მოთხოვნით საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების წინააღმდეგ. პრობლემურად ნარჩუნდება ის საკითხიც, რომ მშენებლობის ინსპექტირებისას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს რეაგირების გარეშე ჰქონდა დატოვებული „ენკას“ დარღვევები და არ აწარმოებდა ინსპექტირების ოქმებს, გარემოსდაცვითი ინსპექტირება კი ჭიანურდებოდა და იანვრის შემდეგ ჩატარებული რეინსპექტირების შედეგები დღემდე უცნობია,” – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სტრატეგია აღმაშენებელი”: “სოლიდარობა ვახო სანაიას!”

" სტრატეგია აღმაშენებელი" განცხადებას ავრცელებს ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ჟურნალისტ ვახო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა” – შსს-ს განხცადება

შსს, თბილისში მომხდარ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით, სპეციალურ განცადებას ავრცელებს: "შინაგან...

“ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ჟურნალისტ ვახო...