სამშაბათი, აპრილი 22, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად...

“ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ დმანისსა და რუსთავში” – საქართველოში აშშ-ს საელჩო

გუშინ ქვემო ქართლში, ამომრჩევლებთან შეხვედრებისას მოხდარ ძალადობას, რა დროსაც არიან დაზარალებული პირები, რომლებმაც სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს, ეხმიანება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და გმობს ძალადობას:

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ დმანისსა და რუსთავში. ეს და ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციის კანდიდატების მიმართ ზეწოლისა და დაშინების შესახებ მრავალი ცნობა წარმოშობს სერიოზულ ეჭვებს მთავრობის ერთგულებაზე უსაფრთხო წინასაარჩევნო კამპანიისა და დემოკრატიული არჩევნების მიმართ.

ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ საარჩევნო კამპანიაში. მთავრობას აქვს ძირითადი პასუხისმგებლობა, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებს, რომლის მიმართაც ამომრჩეველს ექნება ნდობა.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა შეძლონ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების დემოკრატიული უფლებებით სარგებლობა დაშინების, შევიწროების ან ძალადობის საფრთხეების გარეშე, აგრეთვე, შეძლონ აქტიური ნაბიჯების გადადგმა იმ პირთა პასუხისგებისთვის, ვინც არღვევს არჩევნების პირობებს.

ყველა პარტიას აქვს სამოქალაქო ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან გარემოს, რომელშიც მოქალაქეები შეძლებენ იმსჯელონ სხვადასხვა საკითხზე, გამოხატონ თავიანთი აზრი, თუ რას ანიჭებენ უპირატესობას და აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატები ძალადობისა და დაშინების საფრთხის გარეშე,” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ჩემი ხელისუფლების ინიცირებული და შეთანხმებული იყო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებთ კონკრეტულ განმარტებებს...

“კომისიის სახედ შეარჩიეს ზიზღის ჯგუფის ლიდერი ქალბატონი, რომელიც სძულს არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ დარჩენილი ქოცების...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს "ქართული...

“უბედურება ეს არის, როდესაც კანონზე ზემოთ დგას – პარტია და ბელადი” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მძიმე შეფასებებს აკეთებს და საზოგადოებას კონკრეტულ...

“ეს ბრძოლა მხოლოდ დოიაშვილის კი არა, ჩვენი ყველას ბრძოლაა ვინც არ აპირებს შეეგუოს უსამართლობას”...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...