spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე - დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, რაც იქნება...

კახა კალაძე – დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, რაც იქნება არა კახა კალაძის, არამედ თბილისის გამარჯვება

ჩვენ გვაქვს კონკრეტული საარჩევნო პროგრამა, რომლის უკან დგას ძლიერი გუნდი, რომელმაც იცის როგორ განახორციელოს წარმოდგენილი პროექტები – განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

კახა კალაძემ მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თბილისელებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ წარმოგვიდგენია ქალაქის განვითარება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ეს არის კონკრეტული საარჩევნო პროგრამა, რომლის უკან დგას ძლიერი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია პატიოსანი, პროფესიონალი ადამიანებით; გუნდი, რომელმაც იცის, როგორ განახორციელოს ეს პროექტები. წინ გველოდება აღმშენებლობის და განვითარების ოთხი წელი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს არ იქნება მხოლოდ კახა კალაძის ან ჩვენი მხარდამჭერების გამარჯვება, ეს იქნება თბილისის გამარჯვება, რადგან დღეს, თბილისს ყველაზე მეტად სჭირდება საქმიანი ადამიანები, ყველაზე მეტად სჭირდება განვითარება და აღმშენებლობა. ამ ყველაფერს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს. ვინც წინ აღუდგება ამ ყველაფერს, ის ყოველთვის იქნება დამარცხებული.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში, გავაჩინოთ მეტი სკვერი, მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ახალი საბავშვო ბაღები. ეს არის ჩვენი ხედვა, იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს საუკეთესო და კომფორტული“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იქნებ საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?” – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს...

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“ოპოზიციის “ბაბლს” მართლა ძალიან სერიოზულად აშინებს ცოტნე ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლა” – ზაალ ანჯაფარიძე

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა” – შსს-ს განხცადება

შსს, თბილისში მომხდარ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით, სპეციალურ განცადებას ავრცელებს: "შინაგან...

“ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ჟურნალისტ ვახო...