spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"საქართველოს სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებელმა ნაზი ჯანეზაშვილმა გორის რაიონულ...

“საქართველოს სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელმა ნაზი ჯანეზაშვილმა გორის რაიონულ სასამართლოსთან ბრიფინგი გამართა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ბრიფინგი გამართა გორის სასამართლოსთან და საზოგადოებას ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დაფუძნებისა და სასამართლოს მონიტორინგის ინოვაციურ პროექტის დაწყების თაობაზე ინფორმაცია:

დამოუკიდებელი სასამართლო სტაბილური დემოკრატიის ქვაკუთხედია. სასამართლოს დამოუკიდებლობა წარმოადგენს ფუნდამენტურ მოთხოვნას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სასამართლო სისტემას, დაიცვას დემოკრატია და ადამიანის უფლებები.

საქართველოში გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. აშკარაა, რომ სასამართლო სისტემა და საზოგადოება ერთმანეთისგან გაუცხოებულია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო რეფორმები, თუმცა ფართო საზოგადოება აღნიშნულ პროცესებში ჩართული არ ყოფილა, ამიტომაც მოქალაქეების ხმა სათანადოდ არ ისმოდა. მიგვაჩნია, რომ დადგა დრო შეივსოს ის ნაპრალი, რომელიც სასამართლოსა და მოქალაქეებს შორის არსებობს.

„მოქალაქეთა მიერ სასამართლოს მონიტორინგის წამოწყება“ არის „სასამართლოს გუშაგის“ ახალი პროექტი, რომლის ამოცანაა შეიქმნას სასამართლოს გაუმჯობესების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტი. გამომდინარე აქედან „სასამართლოს გუშაგი“ აცხადებს მოხალისეთა მიღებას სასამართლოს მონიტორინგის პროექტში მონაწილეობის მისაღებად. სასამართლო პროცესების მონიტორინგი განხორციელდება იმ მოქალაქეების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სფეროს, თუმცა პროფესიით არ არიან იურისტები. ხოლო სასამართლო პროცესების მონიტორინგის დაწყებამდე მათთვის ჩატარდება ლექციები შესაბამის სამართლებრივ საკითხებზე.

ორგანიზაცია ამ ეტაპზე პროექტს განახორციელებს ქ. გორში.
პროექტი ხორციელდება USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით.

ინფორმაციისთვის: “სასამართლოს გუშაგი” 2021 წლის ივლისში დაფუძნდა, რომლის მიზანია საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა სასამართლოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ეფექტიანობის გაუმჯობესების მეშვეობით. ორგანიზაციის დაფუძნების ინიციატორია ნაზი ჯანეზაშვილი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი (2017-2021).

ინფორმაციას ორგანიზაცია “საქართველოს სასამართლოს გუშაგი” ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა” – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,პსჟ”-ს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია პირველ...

უნგრული ჟურნალი “Világjáró” ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს

პრესტიჟული უნგრული, სამოგზაურო ჟურნალი „Világjáró“ ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...