spot_img
მთავარიინტერვიუ"ჩვენ გვჯერა, რომ შევძლებთ პირვანდელ მდომარეობას დავუბრუნოთ ავტო...

“ჩვენ გვჯერა, რომ შევძლებთ პირვანდელ მდომარეობას დავუბრუნოთ ავტო იმპორტი საქართველოში!” – ლაშა დარბაისელი

,,საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუში, დღეის მდგომარეობით ავტო იმპორტის საკმაოდ მძიმე ვითარებაზე საუბრობს. მისი თქმით, ავტო იმპორტიორები თანდათან ტოვებენ ამ სექტორს და ამიტომ, პრობლემის აღმოსაფხვრელად, საჭიროა დასავლეთსა და აზიასთან უფრო მჭიდრო კავშირი:

,,საქართველოში ავტო იმპორტს წლების მანძილზე უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა, რადგანაც სტრატეგიულად მომგებიანი მდებარეობა საშუალებას გვაძლევს ვიყოთ ტრანზიტი ქვეყანა – დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი რგოლი.

დღესდღეობით მეტი მონდომება და მობილიზება გვჭირდება, რადგანაც აზერბაიჯანს უკვე აქვს “კორიდორი” თურქეთთან. ამ შემთხვევაში, ჩვენ შესაძლოა დავრჩეთ თამაშგარე მდგომარეობაში. აუცილებელია უფრო მჭიდრო ურთიერთობა დასავლეთთან, რაც გულისხმობს მეტ დიპლომატიურ კავშირს ავტო იმპორტის მხრივ განვითარებულ ქვეყნებთან.

ჩვენი ასოციაციის ვარაუდით, შეიქმნება საკმაოდ მაღალი კონკურენცია ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. ასეთ ვითარებაში საჭიროა სწორი ეკონომიკური ბმა – მოთხოვნა, მიწოდება, ხარისხი. თუ არ დაფიქსირდა კონკრეტული ხედვა, ამ რომელიმე პუნქტთან მიმართებაში, მაშინ ჩვენი რეგიონი, საქართველო დაკარგავს ლიდერობას. ამავდროულად, ვსაუბრობთ ისეთ სექტორზე, სადაც წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დიდი ნაწილი, ავტომობილების ბიზნესში იყო ჩართული, ასევე პარალელურ რეჟიმში სხვა საქმიანობასაც ეწეოდა.

ამჟამად ჩვენი მდგომარეობა იმდენად არის გაუარესებული, რომ ავტო იმპორტიორები, ისინიც კი, რომლებიც მხოლოდ ავტო იმპორტის საქმიანობით იყვნენ დაკავებული და ოჯახებს არჩენდნენ წლების განმავლობაში, იძულებულები ხდებიან გავიდნენ საქმიანობიდან, რადგანაც აღარ არის ავტომობილების მაღალი რეალიზაცია და რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ არა იმიტომ, რომ დაბალი გაყიდვების მაჩვენებელი გვაქვს, არამედ იმიტომ რომ მათ უწევთ მაღალი საბანკო პროცენტის გადახდა ყოველთვიურად. ძალიან მძიმეა ის ვითარება, როდესაც ბიზნესში გაქვს ბანკის მხრიდან გადახდის ვალდებულება, ხოლო შენი საქონლის რეალიზებას ვერ ახდენ, შეღავათი კი ამ ხალხის მიმართ მინიმუმამდეა დაყვანილი.

ჩვენ გვჯერა, რომ დიდი შემართებით, თავდაუზოგავი შრომით და გაერთიანებული ძალებით შევძლებთ პირვანდელ მდომარეობას დავუბრუნოთ ავტო იმპორტი საქართველოში” – განაცხადა ლაშა დარბაისელმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინმე “კერძო მესაკუთრე” 75 მილიონიან შენობას რომ ანგრევს, უფრო ძვირფასს რას აშენებს?” – ნიკა...

რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებას მწვავე, მძიმე შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს” – კახა კალაძე

„ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც...

“გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გვიჩვენებს, თუ როგორი ქაოტური და უყურადღებო ვითარებაა გზებზე” – ანა...

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგიკულად დამთავრდა - ავარიას დედა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...