spot_img
მთავარიდანაშაული და სასჯელი"მე ვუხდი უდიდეს ბოდიშს ყველა დაზარალებულს დაგვიანებისთვის და...

“მე ვუხდი უდიდეს ბოდიშს ყველა დაზარალებულს დაგვიანებისთვის და დაგვიანებისთვის ვიჯექი ციხეში” – მაია რჩეულიშვილი

,,ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელმა მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა და თავისუფალია. როგორც თავად აღნიშნავს, ბოდიშს უხდის ყველა დაზარალებულს და აცხადებს, რომ შპს გადაეცა ინვესტორებს, ხოლო ამ საქმის დამთავრების გარანტორი იქნება მერია:

,,პირველს ვიტყვი, რომ ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. მეორე – უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც ძალიან გვერდზე დაგვიდგა და დიდება უფალს რომ დამთავრდა.

ინვესტორებს გადაეცა შპს-ები და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, მერიის ზედამხედველობის ფარგლებში დამთავრდება ყველაფერი კარგად. რაც შეეხება დაზარალებულებს, 5 დიდი ობიექტი არის დასამთავრებელი, დანარჩენ სარემონტო ობიექტებზე მიდის დამამთავრებელი სამუშაოები.

მთავარია, რომ თვითონ ამ საქმის კურირება აიღო მერიამ და მერია არის ზედამხედველი, რომელიც არის გარანტორი ამ საქმის დამთავრების.

საპატიმროდანაც ჩვეულებრივად ვმუშაობდი, როგორც ბიზნესმენი ინვესტორებისთვის გადასაცემ დოკუმენტაციაზე. სულ ეს იყო, მაგრამ ძალიან ბევრი დრო დასჭირდა.

საპროცესო გაფორმდა ,,მიონის“ ობიექტზე. მისი დასამთავრებელი სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. ამიტომ ყოველდღურად გრაფიკიც აქვთ სამუშაოსა და მშენებლობის. აქედან გამომდინარე, თვითონ ისინი ადევნებენ უკვე თვალ-ყურს პროექტის დამთავრებას.

მგონი ბიზნესში არ დავბრუნდები. ახლა ჩვეულებრივი მუშა პროცესი დაიწყება, ყოველდღიური რუტინა. დოკუმენტები ბოლომდეა მისაყვანი. მე ვუხდი უდიდეს ბოდიშს ყველა დაზარალებულს დაგვიანებისთვის და დაგვიანებისთის ვიჯექი ციხეში“, – განაცხადა მაია რჩეულიშვილმა.

შეგახსნებთ, რომ მაია რჩეულიშვილი დააკავეს 2016 წელს თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ბრალდებით.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“ეს ორი, თითქოსდა ერთმანეთის ანტიპოდი, სინამდვილეში ძალიან ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს და ბევრი რამ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, საქართველოს მე-3...

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...

“სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი...

„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...