კვირა, ივლისი 13, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ადამიანებს სჭირდებათ საქმე და არა დაპირებები" - ირაკლი...

“ადამიანებს სჭირდებათ საქმე და არა დაპირებები” – ირაკლი გოგუაძე

ახალგაზრდები პოლიტიკაში – ქართული პოლიტიკური სპექტრის მისასალმებელი ინიციატივაა. სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში პოლიტიკაში ჩართულობისა და გეგმების თაობაზე საუბრობს ,,მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშებელის” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი გოგუაძე და აღნიშნავს, რომ ეს არის დიდი გამოწვევა, მთავარ მოტივაციას კი წარმოადგენს ქვეყნის შეცვლა უკეთესი მომავლისკენ:

,,პირველ რიგში მინდა ვთქვა, თუ რატომ გადავწყვიტე ამ ბრძოლაში ჩართვა? – იმიტომ, რომ იმ ადამიანებს, ახალგაზრდებს მივცე მოტივაცია არა სხვა ქვეყანაში გაქცევით, ცხოვრებით, არამედ ჩვენს სამშობლოში ბრძოლით, ჩვენი ქვეყნის დაცვით მივაღწიოთ განვითარებას, წინსვლას, ეკონომიკის ზრდას და ა.შ.

მინდა ვთქვა, ჩვენი გუნდის გამორჩეული სპეციფიკა მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში არის ის, რომ მივდივართ საზოგადოებასთან არა მხოლოდ ჩვენი პროგრამით, არამედ ვარკვევთ მათ ინტერესებს, საჭიროებებს, რა პრობლემებია, რა საქმიანობისა თუ ღონისძიების ჩატარებაა აუცილებელი ამა თუ იმ ლოკაციაზე. მთაწმინდის ყველა ქუჩას სხვადასხვა სახის არაერთი პრობლემა აქვს.

ჩემი, როგორც ახალგაზრდა ადამიანის, მთავარი მიზანია ის, რომ ახალგაზრდებს აღარ მოუწიოთ ქვეყნის დატოვება, სახელმწიფოს არ ჰყავდეს 76 000 სტატუსშეჩერებული სტუდენტი. საქართველოს მომავალ თაობას ჰქონდეს ღირსეული განათლების მიღების შესაძლებლობა.

,,მესამე ძალა” არის ადამიანების ერთობა, სადაც გაერთიანებულია უფროსი თაობის გამოცდილება და ახალგაზრდების შემართება. ერთობა, სადაც თითოეული მოქალაქის აზრი მნიშვნელოვანია.

ჩემი, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატის მოწოდებაა არის, რომ მოქალაქის არცერთი პრობლემა არ დარჩეს ყურადღების მიღმა. ადამიანებს სჭირდებათ საქმე და არა დაპირებები. ,,მესამე ძალა” არის საქმის მკეთებელთა გუნდი”, – განაცხადა ირაკლი გოგუაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება აჭარის ავტონიური...

გიორგი ვაშაძე: “გამარჯვების გზა მარტივია, უკომპრომისობა ქოცებთან – კომპრომისი ერთმანეთთან”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, მმართველი გუნდის მიმართ საერთო...

“ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება არ გვქონდეს, მის დასაბალანსებლად რადიკალური წინააღმდეგობა არ იქნებოდა საჭირო” –...

"რადიკალიზმის ბალანსის თეორია" არჩილ გამზარდიას პოზიციაში: "ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...