spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გიორგი გახარიას უნდობლობამ ექსპერტიზის ბიუროს მიმართ, - შემ-ზა-რა!"...

“გიორგი გახარიას უნდობლობამ ექსპერტიზის ბიუროს მიმართ, – შემ-ზა-რა!” – ბონდო მძინარაშვილი

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მხრიდან გაცხადებულმა სურვილმა, სანდოობის მიზნით, ნარკოტესტის არა საქართველოში, არამედ უცხოეთში ჩატარებასთან დაკავშირებით, ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი. მისი შეფასებით, ყოფილი მეთაურის მიერ დაფიქსირებული პოზიცია სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციის მცდელობაა:

გულახდილად!
გიორგი გახარიას უნდობლობამ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართ, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, – შემ-ზა-რა!
რადგან ეს ეჭვი გამოთქვა არა უბრალოდ პოლიტიკოსმა, არამედ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა!

შემზარა იმიტომაც, რომ, გულახდილად ვამბობ, გახარიასგან არ მოველოდი სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციის მცდელობას!

ალბათ, გახსოვთ, სატელევიზიო გადაცემებში არაერთხელ მითქვამს, რომ გახარია სახელმწიფოებრივი აზროვნებით გამორჩეული მოხელე იყო და, ამდენად, სწორედ მისგან არ მოველოდი სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას!

მე არ ვიცი, რამდენად ღრმა საფუძველი ჰქონდა გახარიას ეჭვს, რომ მისი ექსპერტიზის შედეგების გაყალბებას აპირებდნენ, ანდა რამდენად მყარი იყო მისთვის მიწოდებული ინფორმაცია, მაგრამ თვით ის ფაქტი, რომ ყოფილი შს მინისტრი და პრემიერი ამგვარ განცხადებას აკეთებს, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეპუტაციას სერიოზულად აზიანებს, ამ სამსახურის დასკვნებზე კი დამოკიდებულია არა მხოლოდ ცალკეული სამეურნეო ხასიათის გადაწყვეტილებები, არამედ კონკრეტული ადამიანების ბედი, როცა მათ საქმეს სასამართლო განიხილავს!

ზოგადად, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში მაღალ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე ნამყოფ ადამიანებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე საუბრისას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, რადგან მათ მიერ პოლიტიკური მიზნებით ამ ინსტიტუტების დისკრედიტაცია საზოგადოებაში სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ უნდობლობას აჩენს ან აღრმავებს, ხოლო უმძიმესი ზიანის გამოსწორებას, ხელისუფლების ცვლილების პირობებშიც კი, წლები და ზოგჯერ ათწლეულებიც სჭირდება!

ამიტომაც მივმართავ ყოფილ სახელმწიფო მოხელეებს, მაღალი თანამდებობის პირებს:
ცოტა პასუხისმგებლობა არ გაწყენდათ, ბატონებო!
მეტი უკეთესია!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, თუ რაოდენ მაღალი რისკების შემცველია ოკუპანტ ქვეყანასთან უკონტროლო...

კახეთში, სასტუმროში მომხდარ ინციდენტს, კონკრეტულ ფაქტებზე აქცენტით და მძიმე...

“ეს მხოლოდ სახელმწიფო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვა კი არ არის – ეს ქვეყნის ძარცვაა” –...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...