spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქვეყანა უნდა დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ, არჩევნები მშვიდად ჩავატაროთ და...

“ქვეყანა უნდა დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ, არჩევნები მშვიდად ჩავატაროთ და შემდეგი სამი წელი უნდა იყოს აღმშენებლობის წლები” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “მთავარი არხის” ოპერატორთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას აცხადებს, რომ საქმე გვაქვს პროვოკატორებთან და საქართველოში მედია აბსოლუტურად თავისუფალია:

,,ვუერთდები ირაკლი კობახიძის განცხადებას და მოწოდებას ჩვენი პარტიისადმი, რომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მოვიქცეთ ვინაიდან ვიცით, რომ ძალიან მძიმე პროვოკატორებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ყველაფერზე მიდიან და ყველაფერს გააკეთებენ, რომ რაიმენაირად ეს მშვიდი საარჩევნო გარემო და პროცესი დააზიანონ.

მე გეტყვით, რომ, რა თქმა უნდა, ჩემთვის არის მიუღებელი პროვოკაციული მივარდნებიც, ძალადობაც მიუღებელია, აი ეს პროვოკაციული შეკითხვებიც მიუღებელი არის, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველამ ერთად უნდა ვუპატრონოთ ჩვენს ქვეყანას.

ქვეყანა უნდა დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ, არჩევნები მშვიდად ჩავატაროთ და შემდეგი სამი წელი უნდა იყოს აღმშენებლობის წლები.

საქართველოში, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, მედია არის აბსოლუტურად თავისუფალი. 14 დღეში შეგიძლიათ, რომ გახსნათ ტელევიზია და ამის მაგალითი ხართ თქვენ (მიმართა ,,მთავარ არხს”), – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ComCom-მა “ფორმულა” “მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო,...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“იქნებ საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?” – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს...

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...

“ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა” – შსს-ს განხცადება

შსს, თბილისში მომხდარ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით, სპეციალურ განცადებას ავრცელებს: "შინაგან...