პარასკევი, აპრილი 26, 2024

“ხელისუფლების დასარულს ნიშნავს ის, რა კომენტარები და რეაგირება ჰქონდა ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს” – ხატია დეკანოიძე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე კომენტარს აკეთებს უკანონო ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მხოლოდ რუსეთს იცნობს, სადაც ტოტალური მოსმენებია. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, აუცილებელია სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი:

,,მთელმა საზოგადოებამ და ცივილიზებულმა სამყარომ ერთადერთი ქვეყანა იცის გამორჩეულად, სადაც ესეთი ტოტალური მოსმენებია – ეს არის რუსეთი. ანუ იმდენად გამოლპა ეს სისტემა და ძირი იმდენად გამომპალი აქვს უკვე, რომ ბიძინა ივანიშვილის მთელი ხელისუფლება დგას ჩვეულებრივად ,,სუს“-ზე, ანუ ტოტალური მოსმენაა ყველას, ყველა ადამიანს – დაწყებული დასუფთავების სამსახურიდან დასრულებული მინისტრამდე.

აუცილებელია, ლილუაშვილის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ისევე, როგორც ყველა იმ ადამიანის, რომელიც უკანონო ფარულ თვალთვალს, მიყურადებას აწარმოებდა, ასე ვთქვათ, ამ მიმდინარე წლებში.

ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ ზუსტად ხელისუფლების დასასრულს ნიშნავს ის, რა კომენტარებიც ჰქონდათ და რეაგირება მაგალითად, ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული