პარასკევი, ნოემბერი 7, 2025
11 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არჩევნები დამთავრდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი, ყველა...

“არჩევნები დამთავრდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი, ყველა შეთქმულებაში მონაწილე ადამიანს და ყველა მოღალატეს და ჩვენი ქვეყნის მტერს” – ირაკლი ღარიბაშვილი

საარჩევნო ტურნეს ფარგლებში ამომრჩევლებთან მორიგი შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილი ღარიბაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საინფორმაციო, ფსიქოლოგიური ომი, პროპაგანდა მიმდინარეობს მოსახლეობის წინააღმდეგ და ნულოვანი კომპრომისი იქნება ნებისმიერ მცდელობაზე, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყონ ჩვენს ქვეყანაში:

თქვენ იხილეთ კამპანია, რომელიც მათ წამოიწყეს ჩვენი მერობის კანდიდატების წინააღმდეგ, ძალიან მარტივია ამის ახსნა ხომ?! იციან რა, რომ ისინი ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში სასტიკად მარცხდებიან, რა უნდა მოეფიქრებინათ თუ არა რაღაც გამოგონილი ლეგენდები,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ბინძური ხელწერა.

ამას აკეთებს ის ძალა, რომელიც გამოირჩეოდა ადამიანების ჩაგვრით, წამებით, გაუპატიურებით, ბიზნესის დატერორებით და ათასი უბედურებით და რაც მთავარია კიდევ – ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპანტისთვის გადაცემით. კოდორის ხეობის, ცხინვალის რეგიონის, ჩვენი ძირძველი სოფლების გადაცემით ოკუპანტისთვის.

მესმის, რომ შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი დღეს იყოს განაწყენებული, პროტესტი გააჩნდეს, ბუნებრივია, იმიტომ რომ გასაჭირია ქვეყანაში და ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის. ჩვენ არ ვართ უშეცდომონი, ჩვენ არ ვართ იდეალური მთავრობა და ხელისუფლება, მაგრამ ვართ ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენმა ხალხმა მოიპოვა, აღიდგინა დამოუკიდებლობა. ჩვენ ჩვენი შეცდომებით, ბუნებრივია და შეცდომა ყველას მოგვდის – ყველა მმართველს, ყველა ადამიანს, ვინც საქმეს აკეთებს, მაგრამ ამ შეცდომებს, ამ ხარვეზებს ვასწორებთ და მივდივართ წინ.

რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა ბოლო რვა წლის განმავლობაში, არც ერთ ხელისუფალს არ გაუკეთებია ასეთ მოკლე დროში ერთბაშად, მასშტაბურად ყველა მიმართულებით – ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ეკონომიკა, განათლება – ყველა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები პროგრესი გვაქვს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ასეთი კატასტროფული პროპაგანდა მიმდინარეობს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. პირდაპირ უნდა ითქვას, ეს არის საინფორმაციო, ფსიქოლოგიური ომი, ეს ადამიანები უცხადებენ საინფორმაციო, ფსიქოლოგიურ ომს და ამყოფებენ ამ ომის, ამ ტერორის პირობებში ბოლო ცხრა წელის განმავლობაში და მანამდე გახსოვთ როგორი მოჩვენებითი, ილუზიური რეალობა იყო ჩვენს ქვეყანაში. მათი პროპაგანდის მეშვეობით, სწორედ ჯოჯოხეთი იყო ნაჩვენები სამოთხედ და ახლა პირიქით, ასეთ სიტუაციას, განვითარებას, პროგრესს, სიმშვიდეს, სტაბილურობას მოაჩვენებენ, როგორც აპოკალიფსს.

ამიტომ მეგობრებო ჩვენ, ამ შეთქმულებას სახელმწიფოს წინააღმდეგ და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, მივალთ 2 ოქტომბერს და ქართველი ხალხი ღირსეულ პასუხს გასცემს და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება, მათ, შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეთ ჯერ კიდევ ილუზია, მაგრამ არავითარი კომპრომისი არ იქნება, არავითარი. ნულოვანი კომპრომისი იქნება ნებისმიერ მცდელობაზე, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყონ ჩვენს ქვეყანაში. არჩევნები დამთავრდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი. ყველა შეთქმულებაში მონაწილე ადამიანს და ყველა მოღალატეს და ჩვენი ქვეყნის მტერს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გავტეხე დუმილი და დამსახურებულად შევაქე. საერთოდაც, გამბედავია. ვერ დავუკარგავ” – სევდია უგრეხელიძე ლეილა ცომაიაზე

ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი, ეკონომისტი, სევდია უგრეხელიძე, ეროვნული მოძრაობის წევრის,...

“საქართველო, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინში უნდა იყოს, რეალურად დემოკრატიული უკუსვლის და მისი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე, კონკრეტულ ისტორიული ფაქტებზე...

“აი ამ პოსტის ავტორმა, ამ ხელისუფლების მეხოტბე გიორგობიანმა, რატომ არ დარეკა მისთვის სათაყვანებელ პატრულში?!”...

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის მიერ დახმარების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“არჩევნებია ქვეყანაში გაუქმებული და პარტიის იურიდიული რეგისტრაცია ვის რა ჯანდაბაში სჭირდება” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა პარტიების გაუქმების მოთხოვნით, მმართველი გუნდის...

“50 000 ადამიანი რომ შევთანხმდეთ და კვირაში ერთხელ ვიმორიგეოთ საღამოს რუსთაველზე, უბრალოდ ვერავის ვერ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი თვეების განმავლობაში რუსთაველის...