ორშაბათი, მაისი 12, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიამირან გამყრელიძე: "ამდენს რომ ვამბობთ, იცავს ბატონო, იცავს...

ამირან გამყრელიძე: “ამდენს რომ ვამბობთ, იცავს ბატონო, იცავს და ამიტომ ვატაროთ ყველამ პირბადე”

ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირებაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმებას ეხმიანება „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მოსახლეობას, ისევ და ისევ, დაწესებული რეგულკაციების დაცვისკენ მოუწოდებს:

გრძელდება სტაბილიზაციისკენ სვლა ანუ უმჯობესდება ეპიდსიტუაცია. ყველა მაჩვენებელი – ახალი შემთხვევების რაოდენობა მცირდება, რეპროდუქციის ინდექსი 0.7-ზეა ჩამოსული, დადებითობის დღევანდელი 5-6 პროცენტს შორისაა, ბოლო 7 და 14 დღის მაჩვენებელი უკვე მყარადაა 8%-ის ქვემოთ, ხოლო ბოლო 1 თვის განმავლობაში 10%-ს ჩამოსცდა. ყველაზე მძიმე ინდიკატორი – სიკვდილიანობა, მართალია ჯერ ბევრია, 48 ფაქტი მაღალია, მაგრამ აღარაა ის 60-70-80, რაც იყო. ანუ ყველა მაჩვენებელი მიდის დამშვიდებისკენ და ჩვენზე ბევრია დამოკიდებული, თუ როგორ შევინარჩუნებთ ამ სტაბილურ სვლას გაუმჯობესებისკენ.

უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც არის და უნდა გავამკაცროთ. მცირედით, 4%-ით, მაგრამ მაინც აიწია პირბადის გამოყენების მაჩვენებელმა – 47%-მდე, თუმცა 50%-ია თამასა და თანდათანობით უნდა ავიდეთ 80-90%-ზე, ხოლო 95%-ზე უფრო უკეთ იქნება ეპიდსიტუაციის გაუარესების შეკავების ტენდენციები.

ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დავიცავთ წესებს ავტობუსში, მეტროში.

მინდა მოვუწოდო პოლიციას, შრომის ინსპექციას, ყველა მუნიციპალიტეტს აქვს თავისი საზედამხედველო ორგანოები, რომ განსაკუთრებული სიმკაცრით იყოს კონტროლი აღსრულებაზე პირბადის ტარებასთან დაკავშირებით. პირბადის ტარების მაჩვენებლით, ჩვენ თუ 90-95%-ზე ავალთ პირბადის ტარების მაჩვენებლით – დეკემბრამდე მოხერხდება 200-250 ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება. ისევე როგორც, თუ 1000 ადამიანი ორჯერადად აიცრება – ეს არის 1 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. მაგრამ მარტო ზედამხედველობა, მარტო დაშინება, მარტო ჯარიმა, მარტო შოლტი და მათრახი არა… უკვე 2 წელი გადის, რაც ეს კოვიდი არსებობს, ამიტომ ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ საკმაოდ ვერაგი ვირუსია და დავრწმუნდით ამაში, ისევე როგორც დავრწმუნდით და უნდა გავითავისოთ ყველამ ეს ყველაზე მარტივი აღსასრულებელი საკითხი, რასაც პირბადის ტარება ჰქვია. ამდენს რომ ვამბობთ, იცავს ბატონო, იცავს და ამიტომ ვატაროთ ყველამ პირბადე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვეღარ ქაჩავს ჟღალი მიმინოს პონტში…🤣🤣🤣 ჩემი რიჟა მელაკუდა…🤣🤣🤣” – ხათუნა ხოფერია

აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების...

“პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?!” – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე

მწერალმა ნაირა გელაშვილმა "მაუწყებლის" პოდკასტში მძიმე ემოციური შეფასებები გააკეთა...

“ევროპა ჩვენი მიზანი კი არ არის ის არის გზა, გზა დაცულობისკენ, განვითარებისკენ და სიმშვიდისკენ”...

მმართველი გუნდის მიერ წარმოებულ პროპაგანდასა და ქართველი ერის მიზანზე...

“ქვეყანა ღრმა კრიზისშია – ივანიშვილი იმალება, კობახიძე კი ზიზღითა და სარკაზმით ელაპარაკება როგორც საზოგადოებას,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ ღრმა პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“ტლუ ქოცებო, ახლა მაინც მიხვდით რატომ გაიპარა ღარიბაშვილი?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებს...