spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებითამარ კეკენაძე - ინოვაციური პაკეტი და ის გეგმები,...

თამარ კეკენაძე – ინოვაციური პაკეტი და ის გეგმები, რომელიც ჩვენ გვაქვს ემსახურება თბილისის, როგორც მაღალგანვითარებულ ქალაქად ჩამოყალიბებას

“მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელმა” თბილისის განვითარების გეგმა წარადგინა. ოპოზიციური პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა თამარ კეკენაძემ ხაზგასმით ისაუბრა იმ ამოცანებსა და პრიორიტეტებზე, რომელიც პარტიას მიზნად აქვს დასახული ქალაქის განსავითარებლად:

2 ოქტომბერს „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ მთავარი პოლიტიკური ამოცანაა დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ცვლილება, მაგრამ ამ პოლიტიკურ ამოცანასთან ერთად ჩვენ დავიწყეთ დისკუსია თბილისელებთან ერთად თუ როგორ გავხადოთ თბილისი განვითარებული ქალაქი, როგორ შევძლოთ, რომ მათ იცხოვრონ ღირსეულად, მათი ცხოვრება დაცული იყოს თბილისში და შეძლოთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია. ჩვენი ინოვაციური პაკეტი და ის გეგმები, რომელიც ჩვენ გვაქვს ემსახურება სამ ამოცანას: ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, საშუალო ხელფასის გაზრდა, განვითარების პირობების შექმნა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

დედაქალაქთან მიმართებაში დღეს წარმოგიდნეთ 6 ძირითად პრიორიტეტს:

პირველი არის – თანაბრად განვითარებული ქალაქი, ეს გულისხმობს, რომ ყველა უბანი თბილისში, ეს ცენტრია თუ პერიფერია უნდა გახდეს ქალაქის სახე.

მეორე – თბილისი უნდა იქცეს ცოდნისა და ტექნოლოგიების ცენტრად მთელს რეგიონში, არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ შავი ზღვის რეგიონში, რათქმაუნდა ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა მიზნის მისაღწევად.

მესამე – თბილისი უნდა იყოს კომფორტული და უსაფრთხო ქალაქი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის ასევე ტურისტებისთვის.

მეოთხე – თბილისი უნდა იქცეს ევროპის ტურისტულ და კულტურულ ცენტრად და ჩვენ ეს ქალაქი თავიდან უნდა გავაცოცხლოთ, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები კოვიდ პანდემიის მიუხედავად თუ როგორ დავაბრუნოთ სიცოცხლე ქალაქში.

მეხუთე – თბილისი უნდა იყოს გლობალური საჰაერო, სატრანზიტო ჰაბი. სამწუხაროდ დღეს თბილისი და საქართველო ვერ იყენებს იმ ეკონომიკურ პოტენციალს, რომელიც ქალაქს და ქვეყანას გააჩნია.

ბოლოს კი – ძირითადი პრინციპი ქალაქის თანამონაწილეობითი მართვა, რომლითაც ვაპირებთ ვმართოთ თბილისი” – განაცხადა თამარ კეკენაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო ამ კადრების ნახვა. მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფოსგან მყისიერი...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მაშინ, როცა სახელმწიფოს მხრიდან...

“ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება – დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის...

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ღირებულებები, რომელთა გამოც საქართველოს...

“სისტემა ძალადობრივია მანამ, სანამ ის ძალადობას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს მიმართავს” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მედიაში გასულ რეპორტაჟს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...