spot_img
მთავარიდებატები"კალაძემ იმის ნაცვლად, რომ დებატებში დაუჯდეს გახარიას, როგორც...

“კალაძემ იმის ნაცვლად, რომ დებატებში დაუჯდეს გახარიას, როგორც ჩანს გადაწყვიტა, რომ რაღაც ნიუსი შეექმნა – საქმით დაკავდეს და დებატებისთვის მოემზადოს” – კახაბერ ქემოკლიძე

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი, კახაბერ ქემოკლიძე კახა კალაძის მიერ ნაკროტესტის ჩაბარების გამოწვევასთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს:

ამ ყველაფერზე პასუხი მარტივია საბოლოო ჯამში – როგორც ჩანს, ამ თემასთან დაკავშირებით ვისაც ასაღელვებელი ჰქონდა ეს ადამიანი პირველი გაიქცა და ჩააბარა ეს ტესტი თუ რაც ჩააბარა. ჩვენ ასაღელვებელი არაფერი არა გვაქვს – აქტიური საარჩევნო კამპანიაა და საქმით ვართ დაკავებული, ამიტომ, ბევრ სპეკულაციაში ვერ მივყვებით ამ ადამიანებს. როდესაც ამის დრო და საშუალება იქნება ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ბატონ გახარიას ეს გაუკეთებია ათჯერ და კიდევ მეტჯერ. ბოლოს აგერ საპარლამენტო არჩევნები როდესაც იყო – მაშინ აქვს ჩაბარებული“, -აღნიშნავს კახაბერ ქემოკლიძე,

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი ასევე ხაზს უსვამს, რომ კახა კალაძე გიორგი გახარიას მიერ დებატებში გამოწვევამ შეაშინა და თემის გადატანას ამგვარად ცდილობს.

სიმართლე თუ გინდათ – ბატონმა გიორგი გახარიამ გამოიწვია თავისი ორი უშუალო ოპონენტი – ბატონი კალაძე და ბატონი მელია შინაარსობრივ, სიღრმისეულ დებატებში. ამ ორმა ადამიანმა განსაკუთრებულად ბატონმა კალაძემ, იმის ნაცვლად, რომ შინაარსობრივ პოლემიკაში, დებატებში დაუჯდეს ბატონ გახარიას, როგორც ჩანს გადაწყვიტა, რომ რაღაც ნიუსი შეექმნა, გაქცეულიყო სადღაც და ჩაებარებინა რაღაც ტესტი – მსგავსი ტიპის სპეკულაციები იქნება ძალიან ბევრი, ხვალ შეიძლება დააბრალონ, რომ ოჯახურ პირობებში ბატონი გახარია, რაღაც წყალბადის ბომბს ამზადებს, ზეგ – შეიძლება თალიბანთან თანამშრომლობს და ასეთი ნიუსები ძალიან ბევრი იქნება. საქმით, საქმით დაკავდეს და ამ დებატებისთვის მოემზადოს,“- აცხადებს კახაბერ ქემოკლიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი...

„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და...

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...