ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი” დღეს ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ დღეს ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა. როგორც გიორგი ვაშაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საუბარი იმ მძიმე ვითარებას შეეხო რაც დღეს ქვეყანაშია. ვაშაძის თქმით, პოლიტიკურმა პლატფორმამ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრა ცალკე ფორმატში ითხოვა, რაც მისი თქმით ორპოლუსიანი წრის გარღვევას გულისხმობს:

შევხვდით ამერიკელ კონგრესმენებს, ვისაუბრეთ იმ მძიმე ვითარებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, რეფორმებზე, რომელიც საქართველოს სჭირდება, არჩევნებზე რომელიც არის მნიშვნელოვანი საქართველოს დასავლური არჩევანისთვის და რაც მთავარია იმ პოლარიზებულ გარემოზე, რომელიც უნდა დასრულდეს. ასევე ვისაუბრეთ „მესამე ძალის“ იდეაზე, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავარღვიოთ ეს ორპოლუსიანი მოჯადოებული წრე.

ჩვენ „მესამე ძალამ“ ცალკე ვითხოვეთ შეხვედრა მათთან რადგან ცალკე ვპოზიციონირდებით და გვსურს, რომ ეს ორპოლუსიანი მოჯადოებული წრე გავარღვიოთ“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული