ოთხშაბათი, სექტემბერი 10, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თქვენ ყველაფერს აკეთებდით იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში მომხდარიყო...

“თქვენ ყველაფერს აკეთებდით იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში მომხდარიყო 19 აპრილს მიღებული შეთანხმების ანულირება” – ირაკლი კობახიძე ოპოზიციას მიმართავს

საქართველოს აქვს ევროპული მომავლის საგზაო რუკა და მას ჰქვია ასოცირების შეთანხმება. ჩვენ ზედმიწევნით მივყვებით ამ დოკუმენტს, რომელიც არის სწორედ საქართველოს ევროპული მომავლის საგზაო რუკა. რაც შეეხება პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა 19 აპრილს, მას ჰქვია „საქართველოს გზა წინ“ და საქმე ეხება 6 თვიან საბოტაჟს, საიდანაც საჭირო იყო გამოსვლა. ჩვენ მოვახერხეთ ამ საბოტაჟის დასრულება და უზრუნველვყავით ის, რომ თქვენ დღეს სხედხართ პარლამენტში. ამისთვის ბევრი რამ გავაკეთეთ მათ შორის ის, რომ არ შეგიწყვიტეთ მანდატები. ჩვენ გადავდგით კონკრეტული, რაციონალური, პრაგმატული ნაბიჯები, სწორედ იმისათვის რომ საქართველო წასულიყო წინ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტმა ხელი არ მოაწერეთ შეთანხმებას და უფრო მეტიც, ყველაფერს აკეთებდით იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში მომხდარიყო მისი ანულირება. რეალურად, ეს შეთანხმება არის თქვენი ანულირებული. იმ პარტიების და პოლიტიკოსების ანულირებული, რომლებიც 3-4 თვის მანძილზე არ აწერდით ხელს ამ პოლიტიკურ შეთანხმებას“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს დოკუმენტი წარმოადგენდა არა სამართლებრივ არამედ, პოლიტიკურ შეთანხმებას.

აქედან გამდინარე პოლიტიკურ შეთანხმებას ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივუდგებით იმ სტანდარტით, რაც მოქმედებს სამართლებრივ შეთანხმებაზე. ის რაც წერია გენერალური პროკურორის ნაწილში კონსტიტუციურ კანონპროექტში, ეს არის სამართლებრივი სიმახინჯე. რაც შეეხება ცალკე აღებულ კვალიფიციურ უმრავლესობას, ამას შეიძლება სიმახინჯე ვერ ვუწოდოთ მიუხედავად იმისა, რომ როგორც პოლიტიკური ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით, კიდევ უფრო მეტად პრობლემურიც არის კვალიფიციური უმრავლესობით გენერალური პროკურორის არჩევა. ამასთან დაკავშირებით მილიონი არგუმენტი წარმოგიდგინეთ. რაც შეეხება თქვენს არგუმენტებს. ერთადერთი თხოვნა გვქონდა, რომ წარმოგედგინათ კონტრარგუმენტები ამ საკითხის შესახებ. გენერალური პროკურორის თემაზე, ჩვენ მოვისმინეთ ნული არგუმენტი. არც ერთი არგუმენტი არ იყო წარმოდგენილი და ამაზე ხაზგასმა კიდევ ერთხელ არის საჭირო. როცა არ გაქვს არგუმენტები და მაინც ჯიუტად იმეორებს იგივეს, ეს პოლიტიკაშიც კი მიუღებელია. პოლიტიკასთან ერთად და პოლიტიკის მიღმა არსებობს რაღაცები და პირველ რიგში, ეს არის პროფესიული ღირსება. როდესაც იურისტმა იცი რომ ეს მართლაც სამართლებრივი სიმახინჯეა და მაინც ჯიუტად იმეორებ რომ შენ ამ ნორმის მიღების მომხრე ხარ, ეს უკვე არანაირ პროფესიულ სტანდარტებში არ ჯდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი შეფასებით, როდესაც კონსტიტუციური კანონის პროექტში იწერება სამართლებრივი სიმახინჯე ეს ქვეყნისთვის არის შეურაცხყოფა.

მომავალში ჩვენ ეს არასოდეს უნდა დავუშვათ და ამის გარანტია არის ის, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ამ შეთანხმების ანულირებით, დავუბრუნდით კონსტიტუციურ ჩარჩოს. ამ კონსტიტუციური ჩარჩოდან მომავალში აღარასოდეს უნდა გავიდეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვაშაძესაც მიმართა, რომელმაც ოპოზიციონერ კოლეგებს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობა მოვისმინეთ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ, თუ არ ვცდები ბატონი გიორგი ვაშაძის მხრიდან. მან მადლობა გადაუხადა ოპოზიციონერ კოლეგებს იმისათვის, რომ ისინი დღეს პატივს გვდებენ და მხარს უჭერენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ერთი მადლობა რომ დაგესველებინათ უმრავლესობის მიმართ იმისათვის, რომ ჩვენც პატარა წვლილი შეგვაქვს ამ ცვლილებების მიღებაში იქნებოდა ცოტა სამართლიანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვიტოვებ იმედს, რომ “ლელო” გადაიფიქრებს და ამ უგუნურ ნაბიჯს არ გადადგამს” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში...

“ხუთჯვრიანი დროშა ეს არის რევოლუციის დროშა” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფო დროშასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს: "ხუთჯვრიანი...

“აი, ქოცებო, თქვენ რომ დანაშაული გგონიათ დამხობა, სინამდვილეში თქვენთვის დარღვეული ზღვარის იძულებით დაწესება იქნება”...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა სხვადასხვა სფეროში არსებულ თამაშის წესებზე აკეთებს...

“წულუკიანის დასკვნა არის ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ რუსულ ინტერესებს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა, სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში, შეფასებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს გეკა, ვინც არის, მართლა არაჩვეულებრივი ოჯახიდანაა ეს კაცი და დავიჯერო მისთვის ეს ადვილი...

"ტვ პირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში", სამართალდამცავი სისტემის...

“ხომ მართალი აღმოჩნდა მიშა?” – მაია ორჯონიკიძე

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ყოფილი ვიცე-რექტორი, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი...

“მაგარი გადარჩენილი ვართ, რომ ქაჯი და კორუმპირებული მერი არა ჰყავს თბილისს” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია ირონიულ შეფასებების აკეთებს თბილისის მერ კახა...

“რაც ახლა მელიქიშვილზე ხდება, ასე აპირებ თბილისის მერობას, კახი?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე შეფასებებით ეხმაურება...