პარასკევი, აპრილი 26, 2024

“ჩამოსვლა რომ რთული ნაბიჯია გასაგებია, მაგრამ თუ ჩამოსვლას წყვეტ, ჩამოსვლა შეიძლებოდა იანვარშიც, მარტშიც, ივნისშიც, შარშანაც და შარშანწინაც” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ვიდეომიმართვას, საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ეხმიანება და კონკრეტული პოზიცია/შეკითხვებით მიხეილ სააკაშვილს მიმართავს:

დღეს არ ამცდება ამ თემაზე კომენტარი, ამიტომ ბარემ დავწერ:

– სააკაშვილს ვერავინ დაუშლის საქართველოში დაბრუნებას. სრულიად გასაგები სურვილია და თუ რამის მჯერა მისი საუბრებიდან, ისაა რომ სამშობლოში დაბრუნება მართლა უნდა, მართლა ენატრება აქაურობა;

– ასევე მისი გადასაწყვეტია როდის, რა ფორმით, რა გზით და რა განწყობით დაბრუნდება.

მაგრამ:

როდესაც გესმის რომ შენ არ ხარ ერთი რიგითი მოქალაქე და შენი არათუ დაბრუნება, არამედ დაბრუნების დაპირებაც კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პოლიტიკურ განწყობებზე;

როდესაც გესმის რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ივანიშვილი შენ გიყენებდა საფრთხობელად და ყოველი არჩევნების წინ ამ საფრთხობელათი დაამობილიზა საკუთარი ამომრჩეველი;

როდესაც გესმის და თუ მართლა გჯერა რომ ეს არჩევნები მართლა კრიტიკულია ქვეყნისთვის და მართლა გადარჩენა-რუსეთში დაბრუნების საკითხი წყდება;

როდესაც გესმის რომ ამ არჩევნებზე პრინციპულად მნიშვნელოვანია რომ მოხდეს ოპოზიციური ელექტორატის მაქსიმალური მობილიზება და შენი დაბრუნების მორიგი დაპირება მინიმუმ ივანიშვილის ელექტორატის მობილიზებას უფრო უწყობს ხელს;

როდესაც როგორც მინიმუმ სახეზე გაქვს გასული წლების გამოცდილება და არავინ იცის ზუსტად ახლა დაბრუნების დაპირება რა გავლენას იქონიებს ამომრჩევლების განწყობებზე
ასეთ კრიტიკულ დროს, როცა ცოტაც და დასავლეთი დიდი ხნით ხელს ჩაიქნევს ამ ქვეყანაზე
როცა ეს ყველაფერი გესმის და მაინც იგივეს აკეთებ რაც თითქმის ყველა არჩევნების წინ გააკეთე – გამოდიხარ მორიგი დაბრუნების დაპირებით სულ მინიმუმ ლატარიას თამაშობ,
სულ მინიმუმ.

და ლატარიის დროა ახლა?

თუ მართლა გააზრებული გაქვს რა შეიძლება დაგვემართოს თუ ივანიშვილი ჩაბეტონდა ოქტომბერში?

ჩამოსვლა რომ რთული ნაბიჯია გასაგებია, მაგრამ თუ ჩამოსვლას წყვეტ, ჩამოსვლა შეიძლებოდა იანვარშიც, მარტშიც, ივნისშიც, შარშანაც და შარშანწინაც.

პ.ს. კუდები რომ არ მოებას ამ ტექსტს – ყველა შეთანხმება ძალაშია რომელიც არსებობს გირჩი – მეტ თავისუფლებას, ნაციონალურ მოძრაობასა და სხვა პარტიებს შორის. გამარჯვების და გადარჩენის გზა გადის ერთობლივ ბრძოლასა და კოორდინაციაზე“, – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული