spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"2 ოქტომბერს იმართება რეფერენდუმი ივანიშვილისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე"...

“2 ოქტომბერს იმართება რეფერენდუმი ივანიშვილისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა საქართელოს საზოგადოებისადმი და კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების წინ იგი აუცილებლად ჩამოვა საქართველოში:

ბევრი მეკითხება, თუ როგორია ჩემი გეგმები იმ ისტორიულ არჩევნებთან/რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელიც 2 ოქტომბერს იმართება საქართველოში.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ევროკავშირის ხელშეკრულებიდან გამოსვლა გამოაცხადა, ქართველი ხალხი და ევროპა არ გამოსულა ამ ხელშეკრულებიდან. 2 ოქტომბერს, დიახაც რომ იმართება რეფერენდუმი ივანიშვილისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე.

ამგვარად იმისათვის, რომ ეს წარმოუდგენელი სპირალი სიღარიბის, გაღატაკების, გაუბედურების, ოჯახების დანგრევის, საქართველოს განადგურების – დასრულდეს, თითოეულმა საქართველოში მყოფმა ადამიანმა უნდა მიიღოს თავისთვის გადაწყვეტილება, უნდა წავიდეს ამ რეფერენდუმზე და ხმა მისცეს ივანიშვილის ე.წ. “ოცნების” წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი პატრიოტული ვალი საქართველოს გადასარჩენად.

ყველაფერი ნადგურდება საქართველოში, მასობრივად გაედინება ხალხი, ყოველდღიურად სისხლისგან და ხალხისგან იცლება ქვეყანა, ნადგურდება ჩვენი ისტორიული ფასეულობები, ჩვენი საეკლესიო ცხოვრების წესი, ჩვენი ბავშვების მომავალი. ამას ჩვენ ვერ შევეგუებით, ეს არის ბოლო ზღვარი და აუცილებლად ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა, ყველა უნდა ჩავერთოთ პროცესში.

ჩვენ ყველა ერთად არ მივცემთ ივანიშვილს საშუალებას, გაგვიმეოროს ერთი და იგივე „ტრიუკი“ თავისი, ვითომ საარჩევნო კამპანიით და მერე გაყალბებებით, გადაწერებით, საქართველოდან გასული ხალხის პირადობის მოწმობების გამოყენებით. ის ამ ყველაფერს იზამს, რა თქმა უნდა, იზამს, ოღონდ ამჯერად, ყველაფერ ამას, ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, ჩვენ უნდა შევუბრუნოთ მათ ხელი, თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე. ჩვენ არ გვინდა არეულობა და არ გვინდა ძალადობა, მაგრამ გვინდა მომავალი. არ გვინდა, რომ ჩვენზე ძალადობდეს ვინმე, არ გვინდა, რომ გვანადგურებდეს ვინმე და ჩვენ ამას წყნარად შევხვდეთ. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ გვაქვს ღირსება და სიამაყე და ჩვენ გვინდა ადამიანური ცხოვრება.

მე მინდა ვთქვა, რომ პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე, საქართველოში და ასევე მინდა მოივუწოდო უცხოეთში მყოფ ყველა ჩვენ თანამემამულეს, ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება, ამისთვის გამოყავით თქვენი დრო, საშუალებები და ვისაც როგორ შეგიძლიათ – ხმელთით, ჰაერით, ყველა ერთად, წავიდეთ საქართველოში“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ოპოზიცია! ემზადეთ შემოდგომაზე ჩანიშნული არჩევნებისთვის…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს მმართველი გუნდის მიერ...

“მოვა დრო, უკეთ გაიგებთ ამ თერაპიული მიდგომის სასწაულებრივი პოტენციალის შესახებ” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე მეცნიერების...

თბილისში ახალი კულტურული სივრცე “სკენე” იხსნება

თბილისში, „ქარვასლას“ შენობაში ღვინის ქართული თეატრი „სკენე“ 17 აპრილს...

მიხეილ სააკაშვილი: “ალისა ჩემზე ნაწყენია…”

აღდგომა დღეს თავისი შვილის, ალისას შესახებ საუბრობს, კონკრეტულ ამბავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...