spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"9 წელია მოცემულობაა, რომ სააკაშვილი ივანიშვილის მთავარი სიტუაციური...

“9 წელია მოცემულობაა, რომ სააკაშვილი ივანიშვილის მთავარი სიტუაციური მოკავშირეა…” – თამარ ჩერგოლეიშვილი

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვას ეხმიანება ინტერნეტგამოცემა “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი:

სააკაშვილის ჩამოსვლაზე:

1. სააკაშვილს როცა გადაწყვეტილი აქვს მოქმედება, “ორშაბათამდე” არ იცდის – განცხადების გასაკეთებლად;
2. როცა “ორშაბათამდე იცდის”, ვიღაცას აგოიმებს – ატყუებს, რომ რაღაც დასტყუოს;
3. ჩემი მყარად პრაგმატული სურვილია, რომ ჩამოვიდეს, იმიტომ რომ მისი ზიანის ძალა, მხოლოდ მის მოლოდინშია – ადგილზე მალევე გაქრება მითი როცა ყველა დაინახავს, რომ არაფერი შეუძლია – მთელი ზიანი გამოწვეულია იმით, რომ აქ არ არის და ილუზიას ქმნის, რომ აქ რომ იყოს, ჩვენზე მეტს შეძლებდა.
მაგრამ ჩემი სურვილი არაფერს ცვლის – მისი ნებაა რას იზამს;
4. ვისაც მისი უკონტროლო ძალაუფლების შიში გაქვთ, ხმა მიეცით ბოკერიას, ეგ ბოჭავს ყველაზე იოლად და ეფექტიანად;
5. 9 წელია მოცემულობაა, რომ სააკაშვილი ივანიშვილის მთავარი სიტუაციური მოკავშირეა – ეს ვიცით ყველამ, ვისაც თავში გრამი ტვინი გვაქვს.

ამიტომ მედიას ვთხოვ, ზიანის შემცირებაზე იმუშაოს და როცა ხედავენ, რომ სააკაშვილი ივანიშვილის მოკავშირეა, დღის წესრიგის შექმნაში ნუ ეხმარებიან და მის 137-ე განცხადებას ჩამოსვლაზე, მთავარ თემად ნუ ხდიან.

(გაითვალისწინონ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ჟურნალისტებს კლავს და რეჟიმს ნუ ეხმარებიან),” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები – ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა...

"არსებობს ცნობილი გამონათქვამი: რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე უფრო...

“ასეთ დაუნდობლობას არ მოუტანია არასოდეს სიკეთე! ცუდის, ბოროტების მომტანია ასეთი სისასტიკე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სასამართლოს მიერ ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლით პატიმრობა მისჯას, ემოციური...

“მჯერა საქართველოს მომავლის და მისი ახალგაზრდობის კეთილი, დიდი, ლამაზი შარავანდედით შემოსილი წარმატებული სამშობლოს განთიადის”...

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“ნუ ვაზვიადებთ იმედის და ქოცპროპაგანდის შესაძლებლობებს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, ტელეარხის მიერ ჩატარებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...