შაბათი, ივნისი 28, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოა"13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, ასევე დაიწყება...

“13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, ასევე დაიწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია” – უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები, რიგი შეზღუდვების შეზღუდვების შენარჩუნებაზე და ასევე მოხსნაზე. კერძოდ გადაწყდა, რომ 13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, ასევე დაიწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია.

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს, 13 სექტემბრიდან დაიწყება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის. გათამაშებები ჩატარდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად.

ამასთან, სხვადასხვა სახის სპორტული ტურნირები ჩატარდება მაყურებლის გარეშე, ხოლო მონაწილეები უნდა იყვნენ აცრილი, ან უნდა ჰქონდეთ ბოლო 72 საათის მანძილზე ჩატარებული PCR-ტესტის ან 24 საათის განმავლობაში მოქმედი ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ყველა სხვა მოქმედი შეზღუდვა.

როგორც ცნობილია, პირბადის ტარება სავალდებულოა, როგორც დახურულ, ისე, ღია სივრცეებში. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 567 922 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 523 669 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 7 917 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 97 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 2 152 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 6 766 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლელა კაკულია: “თეირანი დარწმუნებულია, რომ ამერიკა არ დაარტყამს ირანს. ირანი ცდება!”

19 ივნისს ლელა კაკულიას ფეისბუქის გვერდზე მისი წინასწარმეტყველებები გამოქვეყნდა...

“გთხოვთ ეხლა არ მიმატოვოთ და მიმაყვანინოთ ბოლომდე, რომ შევძლო დავუბრუნდე ადამიანურ ცხოვრებას და არ...

გიორგი სანდუხაძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება, იგი სოციალურ ქსელში უდიდესი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...