შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიშალვა პაპუაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდა ჰქონდეს სათანადო დასაბუთება

შალვა პაპუაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდა ჰქონდეს სათანადო დასაბუთება

იმსახურებს კონსტიტუცია, იმსახურებს ჩვენი ხალხი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ჰქონდეს სათანადო დასაბუთება. კარგი იქნება, თუ ჩვენ ამ პარლამენტში შევძლებთ და მოსახლეობას ვაჩვენებთ, რომ შეთანხმება გარკვეულ მნიშვნელოვან საკითხებზე შესაძლებელია“,-ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც მოხდა 19 აპრილის შეთანხმების ანულირება, საკითხი დაუბრუნდა თავის კონსტიტუციურ ჩარჩოებს. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ერთი მოწვევის პარლამენტმა უნდა მიიღოს სამი მეოთხედით, უნდა იყოს განსაკუთრებული მნიშვნელობის და უნდა არსებობდეს მყარი არგუმენტები მისი განხორციელებისთვის.

შეთანხმება და მასში გარკვეული პუნქტების გაწერა არ იყო იმდენად გამჭვირვალე და მონაწილეობითი პროცესი, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციას ეკადრება. საქართველოს კონსტიტუციას ეკადრება, რომ ყველა ცვლილება და განსაკუთრებით ცვლილება რომელიც ერთი მოწვევის პარლამენტმა უნდა მიიღოს სამი მეოთხედით, უნდა იყოს განსაკუთრებული მნიშვნელობის და დატვირთვის და უნდა არსებობდეს მყარი არგუმენტები ამ ცვლილებისთვის.

ამიტომ, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებამ მოგვცა ეს შესაძლებლობა და მისცა ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა, ყოფილიყვნენ ნამდვილი დისკუსიის და განხილვის მონაწილეები, მათ შორის, საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში და შესაძლებლობა მისცა პარტიებსაც, გულწრფელად გაეცვალათ ერთმანეთში არგუმენტები.

ჩვენ გვქონდა გუშინ საკომიტეტო მოსმენა, მანამდე შესაძლებლობა, რომ პარლამენტის ყველა ოპოზიციურ ჯგუფს შევხვედროდით და გვესაუბრა ამასთან დაკავშირებით. კარგია, რომ ამ ცვლილების რამდენიმე საკითხზე, სამი ძირითადი ცვლილებიდან ორ საკითხზე, პარტიებს შორის არის თანხმობა, რომ მიღებული იქნას იმ ფორმით, როგორც ეს ინიცირებული იყო პირველი მოსმენით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები” – ანა წითლიძე

საპროტესტო აქციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...