შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები3 მნიშვნელოვანი ცვლილება კონსტიტუციურ კანონპროექტში

3 მნიშვნელოვანი ცვლილება კონსტიტუციურ კანონპროექტში

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენისთვის მხარი დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იმ დათქმით, რომ ხვალ, პლენარულ სხდომაზე გაიმართება მსჯელობა გენერალურ პროკურორს არჩევის წესთან დაკავშირებით.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დღეს, ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრის ფარგლებში „ქართულმა ოცნებამ“ დააფიქსირა კონკრეტული პოზიციები და მოიყვანა კონკრეტული არგუმენტები, თუ რატომ არის ეს ჩანაწერი ამ ფორმით პრობლემატური.

ჩვენ ვთხოვეთ ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებს ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული კონტრარგუმენტები წარმოედგინათ. შესაბამისად, საკითხი კანონპროექტში მე-13 პუნქტის დარჩენასთან დაკავშირებით, რომელიც გენერალურ პროკურორს არჩევის წესს უკავშირდება, პლენარულ სხდომაზე გადაწყდება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც 19 აპრილის შეთახმების ანულირება მოხდა, ის ვალდებულება, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდს ჰქონდა აღებული ამ ცვლილებასთან დაკავშირებით, არ არსებობს და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ახლა უკვე არსებობდეს რაციონალური არგუმენტები ამა თუ იმ ნორმასთან დაკავშირებით.

პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წარმომადგენლის, ლევან იოსელიანის განცხადებით, კანონპროექტში არსებული ჩანაწერით, სავარაუდოდ, გენერალურ პროკურორად ასარჩევ კანდიდატზე შეთანხმება ვერ მოხდება, ისევე როგორ ეს ვერ მოხერხდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევისას.

ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელის, შალვა შავგულიძის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივის დაყენება კარგი არ არის.

მოდით შევინარჩუნოთ თანმიმდევრულობა და როგორც მოხდა კონსტიტუციური კანონპროექტის ინიცირება ისე დავტოვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოხდება მსჯელობა, მაგრამ ეს არ იქნება ამ ქვეყნისთვის სასარგებლო“, – აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

კონსტიტუციური კანონპროექტის თანახმად:

  • მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით. თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელია;
  • მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დგინდება 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი;
  • მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...