შაბათი, ნოემბერი 1, 2025
7.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"თუ ჩვენ ორპოლუსიანობის მოჯადოებულ წრეს არ გავარღვევთ საქართველოს...

“თუ ჩვენ ორპოლუსიანობის მოჯადოებულ წრეს არ გავარღვევთ საქართველოს პერსპექტივა არ აქვს – სწორედ ეს გზავნილია მესამე ძალა” – გიორგი ვაშაძე

“მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლმა” თბილისის მერისა და მაჟორიტარების კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას საარჩევნო სუბიექტის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მესამე ძალის მიზანი ამ არჩევნებში არის საზოგადოებას გააცნოს ბევრი მაგარი პროფესიონალი, რომლებიც არიან პატრიოტები, უყვართ სამშობლო და გულით უნდათ მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის განვითარებაში:

,,მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო! ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კამპანიას. როგორც ორშაბათს გითხარით ჩვენ ჩვენს პარტნიორ პარტიებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და ცალკეულ პროფესიონალ ადამიანებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ ,,მესამე ძალა“, როგორც პოლიტიკური პლატფორმა საქართველოს ეროვნული პოტენციალის რეალიზაციის. პოლიტიკური პლატფორმა, რომელიც გზას უხსნის ყველა ადამიანს იმისათვის, რომ მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში.

დღეს ქვეყანა ორპოლუსიანი პოლიტიკის პირობებში ცხოვრობს და ამის ნათელი მაგალითი არის 19 აპრილის შეთანხმება. შეგახსენებთ, ჩვენ და იმ პოლიტიკურმა პარტიებმა თუ ინდივიდებმა, ვინც 19 აპრილის შეთანხმება გავხადეთ შესაძლებელი – ამით გამოვკვეთეთ საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის გზა, ეკონომიკური განვითარების გზა და ,,ქართულმა ოცნებამ“ მაშინ, რის ვაი-ვაგლახით ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას და ახლა გვიცხადებს, რომ დატოვა ეს შეთანხმება. გუშინ გავიგეთ, რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რითაც ამ პარტიამ აღიარა შეცდომა. დიახ, შეცდომა აღიარა! – რომელიც მან დაუშვა მაშინ, როცა უარი თქვა თავის დროზე შეთანხმების ხელმოწერაზე. გავიხსენოთ, რამხელა კრიტიკის, თავდასხმის და ლანძღვა-გინების ქარ-ცეცხლში იყო ის ოპოზიციური ძალები, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა.

მეგობრებო, ეს არის ნათელი მაგალითი იმ ორპოლუსიანობის, რომელიც შესაცვლელია ამ ქვეყანაში, რომელმაც პერსპექტივა უნდა მოუტანოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საქართველოს სოფლებს, რაიონებს, ქალაქებს. ამისათვის ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ.

მესამე ძალას აქვს სამი მთავარი პრიორიტეტი:
1. ეკონომიკური განვითარების დაჩქარება მთლიანად საქართველოს მასშტაბით;
2. ეს არის საქართველოს ევროატლანტიკური, ევროპული ინტეგრაციის გზის დაჩქარება;
3. რაღა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია.

სწორედ ამ მიზნების გამო ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ეროვნული ენერგიის კონსოლიდაცია, რომ თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ მიიღოს ღირსეული მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში.

სწორედ ამიტომ, ჩვენ საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში შევარჩიეთ გულანთებული პროფესიონალი ადამიანები. ყველა თაობის პროფესიონალი, რომელსაც გვინდა გზა გავუხსნათ ქვეყნის აღმშენებლობის პრიოცესში მონაწილეობის კუთხით.

მესამე ძალის მთავარი მისია ამ არჩევნებში არის საზოგადოებას გავაცნოთ ბევრი ახალი, აქამდე შეიძლება ფართო მასშტაბით უცნობი, მაგრამ მაგარი პროფესიონალები, რომლებიც არიან პატრიოტები, უყვართ სამშობლო და გულით უნდათ მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის განვითარებაში.

თუ ჩვენ ორპოლუსიანობის მოჯადოებულ წრეს არ გავარღვევთ საქართველოს პერსპექტივა არ აქვს. სწორედ ეს გზავნილია მესამე ძალა, რომლის ერთ-ერთი მთავრი ლოკომოტივი არის ,,სტრატეგია აღმაშენებლი“ და მისი გუნდი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მესამე ძალის გუნდი:

  • თამარ კეკენაძე – თბილისის მერობის კანდიდატი
  • სერგო ჩიხლაძე – საკრებულოს სიის პირველი ნომერი და თავმჯდომარეობის კანდიდატი, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი
  • დავით ცეკვავა – კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი
  • თეონა ჭალიძე – ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი
  • ნანა ტოხვაძე – გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი
  • ოთარ ბაღათურია – დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი
  • ვახტანგ იაშვილი – სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი
  • პაატა ჩიქოვანი – ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი
  • ირაკლი გოგუაძე – მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი
  • ავთანდილ ჩართოლანი – ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი
  • ზაზა კორთხონჯია – ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მისასალმებელია, რომ ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, მართალია დაგვიანებით, ერთი წლის თავზე, მაგრამ აღიარა ხალხის ნება,...

„დღეს, პარტიის „გახარია - საქართველოსთვის“ წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში...

“ქვეყანა გადაიქცა ქოცბანდის სათარეშო პოლიგონად, სადაც ოლიგარქის ბანდა სრულ ბატონ-პატრონად გრძნობს თავს” – დავით...

უკრაინაში ნაბრძოლ ქართველ სამოქალაქო აქტივისტ, ნადიმ ხმალაძეზე განხორციელებულ თავდასხმას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ მთხოვთ, სიმპათიით ვიყო იმ პერსონების მიმართ, ვინც აქციაზე მიშას ბანერებს ებრძვის და ეს...

26 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის წინ, მიხეილ სააკაშვილის ბანერებით...

“ვინც აქამდე ვერ მიხვდა რა ნაჯახიანი გიჟი ლეწავს ამ ქვეყანას ფუნდამენტურად, ბიძინას ჩიჩილაკი აუცილებლად...

მთავრობის მიერ განათლებაში დაგეგმილ რეფორმას ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

“გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი” – მიხეილ სააკაშვილი

"სადამდე უნდა ვიშტეროთ თავი? მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა! -...

“ახლა ნახავთ რა ღირს ქოცის ე.წ. მხარდამჭერების ერთგულება და სიყვარული” – ნინო ჯანგირაშვილი

“ქართული ოცნების” ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ წინააღმდეგობას მოჰყვება უფრო დიდი წინააღმდეგობა!!” – ელისო კილაძე

რუსთაველის გამზირის გადაკეტვაზე ხელისუფლების რეაქციას ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...