შაბათი, მარტი 15, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისახელმწიფო სერვისებიიუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებულებისთვის შეღავათებს აწესებს

იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებულებისთვის შეღავათებს აწესებს

იუსტიციის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეთათვის ცალკეული სერვისებით სარგებლობისას შეღავათების დაწესებასთან დაკავშირებით.

კოვიდ ვაქცინით ორჯერადად აცრილები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ, ნაწილს კი ნახევარ ფასად მიიღებენ.

სრულად ვაქცინირებულები უსასყიდლოდ იუსტიციის სამინისტროს შემდეგი სერვისებით ისარგებლებენ:

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა;

უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება;

სრულად ვაქცინირებულთათვის 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე:

ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა;

ID ბარათზე სერთიფიკატის განახლება;

იუსტიციის სამინისტოს მიერ დაწესებული შეღავათების მიღება სრულად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“თურმე 2 კვირაა ივანიშვილი გდევნის, გითვალთვალებს და გარბიხარ ქვეყნიდან და მაინც “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრობ...

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...