spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ...

ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მმართველი ძალისთვის ქვეყნის ინტერესებზე წინ ვიწროპარტიული ინტერესები დგას, ის არ აპირებს დემოკრატიული რეფორმების ჩატარებას – თეონა აქუბარდია

პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თეონა აქუბარდია, ევროკავშირის მიერ მაკროსაფინანსო დახმარებაზე პრემიერის მხრიდან უარის თქმას ეხმაურება. როგორც აქუბარდია აღნიშნავს ამ დახმარებას გააჩნია არა მხოლოდ ფინანსური, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა, რადგან ევროკავშირში წევრობა დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გარეშე არ ხდება:

ევროკავშირის მიერ მაკროსაფინანსო დახმარების ფარგლებში მორიგ ტრანშზე – 75 მილიონი ევროს მიღებაზე პრემიერის უარი, თითქოს იმ მოტივით, რომ მათ სესხი აღარ სჭირდებათ, არის „ქართული ოცნების“ მორიგი ტყუილი და კიდევ ერთი ნაბიჯი, რაც საქართველოს აშორებს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისგან.

ამ დახმარებას გააჩნია არა მხოლოდ ფინანსური, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა, რადგან ევროკავშირში წევრობა დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გარეშე არ ხდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს მთავრობა არაერთგზის გააფრთხილა, რომ ამ რთულ უსაფრთხოების გარემოში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, რეფორმები ახლა ისე საჭიროა, როგორც არასდროს და საქართველოს მთავრობას უნდა ეჩვენებინა პოლიტიკური შეთანხმების და ამ რეფორმების დღის წესრიგის ერთგულება. მაკროსაფინანსო დახმარებაც, რომელიც სექტემბერში იყო დაგეგმილი სწორედ რეფორმების წინაპირობა იყო.

ამის საპირისპიროდ კი მმართველმა ძალამ, იცის რა, რომ ამ ტრანშს ვერ მიიღებს რეფორმების განხორციელების გარეშე გადაწყვიტა, რომ მოსახლეობისთვის თავად ეთქვათ ამ დახმარებაზე უარი, თითქოს იმ მოტივით, რომ მათ ეს ფული არ სჭირდებათ.

შესაბამისად, ამ განცხადებითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მმართველი ძალისთვის ქვეყნის ინტერესებზე წინ ვიწროპარტიული ინტერესები დგას, ის არ აპირებს დემოკრატიული რეფორმების ჩატარებას, რაც არის გზა ქვეყნის ევროკავშირში წევრობის და ამით აძლიერებენ კრემლის შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებებში.

სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ 2 ოქტომბერს “ქართული ოცნება” გავისტუმროთ ხელისუფლებიდან“, – აცხადებს თეონა აქუბარდია,

ინფორმაციას სტრატეგია აღმაშენებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“სისუსტე და ნებელობის უქონლობა, განსაკუთრებით კრიტიკულ სიტუაციებში, არის სწორედ ის, რასაც ხალხი არასდროს პატიობს...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის მინიშნებები: "სისუსტე და ნებელობის უქონლობა, განსაკუთრებით კრიტიკულ...

“ამხელა სხვაობით უგებს ოპოზიცია “ქართულ ოცნებას”, ეს იციან ქოცებმა და ურტყამენ ოპოზიციურ ალიანსს” –...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“4 მაისს სოფელ ძევრში იხსნება გიგა ავალიანის სახელობის სამკითხველო კუთხე” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა, ეკა კუპატაძე საზოგადოებას აცნობებს, რომ 4 მაისს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

არჩილ გამზარდია: “ფასების კომისიამ პრაქტიკულად პრემიერს დაარტყა…”

"ფასების კომისიის" დასკვნას ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

“ყველა ის წარმატებები, რომელიც ბატონ პაატას ჰქონია მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე, იყო და არის საამაყო...

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...