ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოასამების ტაძრის ეზოში მეფე თეიმურაზ I-ის ძეგლი გაიხსნა

სამების ტაძრის ეზოში მეფე თეიმურაზ I-ის ძეგლი გაიხსნა

დღეს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ პირველის ძეგლი გაიხსნა.

ძეგლის გახსნის ღონისძიებაზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მეფე თეიმურაზის ღვაწლზე ისაუბრა და ბრძანა:

ჩვენი ერი გამოირჩევა ასეთი მეფეებით, ქვეყნისთვის წამებული, თავგანწირული მეფეებით და აღმსარებლებით. შეიძლება თეიმურაზ მეფე ჯერ არ არის შერაცხილი წმინდანად, მაგრამ ის, ფაქტობრივად, ეკლესიისთვის, სამშობლოსთვის არის წამებული.

დღევანდელი სამოციქულოდან წაკითხული იყო პავლე მოციქულის სიტყვები, რომ „იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორც ჰქონდა უფალ იესო ქრისტეს“.

აი, ჩვენი მეფეები სწორედ ამით გამოირჩეოდნენ. ისინი ცდილობდნენ, მათი იდეალი ეს იყო, რომ ისეთივე აზრები, ისეთივე განწყობა, ისეთივე ზრახვები ჰქონოდათ, როგორიც ჰქონდა უფალ იესო ქრისტეს, იმიტომ რომ ეს არის გზა გადარჩენისა და აი, ამან მოიყვანა ჩვენი ერი დღემდე.

უფალმა ინებოს, რომ ღვთისმშობლის მადლით, გვიმრავლოს ღმერთმა ასეთი შვილები და ჩვენი ერი გადარჩეს, გამთლიანდეს და გაძლიერდეს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეუთოს რეზოლუციაზე “ქართული ოცნების” დამოკიდებულება აჩვენებს როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი”...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დელეგაციის...

“რას ამბობთ, ძალიან სტაბილურად და მყარად გრძნობს რეჟიმი თავს😅” – ნინო ჯანგირაშვილის ირონია

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონია ქვეყანასი არსებულ...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

“შავი ასოებით უნდა შევიდეს დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში ყველა ის პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი, რომელიც “დანოსებით”...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...