spot_img
მთავარიეს საინტერესოამაშველებმა წლევანდელი საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე 150-მდე ადამიანის...

მაშველებმა წლევანდელი საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე 150-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით მაშველებმა წლევანდელი საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე 150-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებს წლევანდელ საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის სპეციალური სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ – ლაშა თვაურმა საჩუქრები გადასცა ხუთ მაშველს: გიორგი სახეიშვილს, ზურიკო ჩხარტიშვილს, გიორგი ველიჯანაშვილს, ირაკლი გოგუაძეს და ია ოქროპირიძეს, რომლებმაც, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მოქალაქეთა სიცოცხლე გადაარჩინეს.

თითოეული მათგანი ბოლო ორი თვეა, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, დამსვენებელთა უსაფრთხო დასვენებაზე ზრუნავს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, 2021 წლის საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე, შავ ზღვაში, 150-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. გარდა ამისა, მაშველებმა სანაპირო ზოლზე იპოვეს და დაეხმარნენ 30 გზააბნეულ მოქალაქეს, მათ შორის, უმრავლესობა არასრულწლოვანი იყო. სანაპიროზე მორიგეობისას, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 26 დამსვენებელს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გურიის, სამეგრელოს და აჭარის რეგიონში შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ასევე, რაჭაში – შაორის ტბაზე, თბილისის ზღვაზე და სხვა ტურისტულ ზონებში ყოველდღიურად მორიგეობენ და მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე ზრუნავენ. 2021 წლის ტურისტული სეზონის განმავლობაში, სხვადასხვა ლოკაციაზე, 300-ზე მეტი მაშველი მუშაობს და საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას უწევენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, დასვენებისას დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოების წესები:

– ყურადღება მიაქციეთ საინფორმაციო ბანერებს და ამკრძალავ ნიშნებს;
– არ გასცდეთ წყალში მონიშნულ საცურაო ტერიტორიას და მაშველთა პატრულირების არეალს;
– არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე;
– დაუშვებელია ბავშვებისა და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპირო ზოლსა და წყალში;
– კატეგორიულად აკრძალულია წყალში შესვლა შტორმის, უამინდობის და შეზღუდული ხილვადობის დროს.

ინფორმაციას შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...