ხუთშაბათი, დეკემბერი 18, 2025
7.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემ თვალში გახარია არის ჩვეულებრივი მოღალატე, ის არის...

“ჩემ თვალში გახარია არის ჩვეულებრივი მოღალატე, ის არის იშვიათი მაზაკვალი მოღალატე” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მწავავე შეფასებას აკეთებს ყოფილი თანაგუნდელის, მთავრობის ყოფილი მეთაურის, პარტია ,,საქართველოსთვისთვის“ დამფუძნებლის გიორგი გახარიას მიმართ და მას იშვიათ მოღალატეს უწოდებს, რომელმაც ყველაზე მძიმე დროს დატოვა გუნდი და 8 წლიანი ნდობის ფაქტორი დაანგრია:

,,მე მინდა მოსახლეობას ავუხსნა, კაცი იყო ჯერ ბიზნესომბუდსმენი. დავიწყოთ იმიდან, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, მოვიდა მოსკოვიდან, შემდეგ ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში – დაინიშნა ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ გახდა ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერმინისტრი და მთელი გუნდი და ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბატონი ბიძინა ივანიშვილი სრულ ნდობას უცხადებდა ამ ადამიანს ისე, როგორც მთლიანი გუნდი.

გახსოვთ, ალბათ, რომ ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული მისი მმართველობის დროს. ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდა, თუნდაც იმ კლუბების ოპერაცია წარუმატებელი, შემდეგ პანკისის, გავრილოვის ღამის მართვა და ა.შ. რაშიც ,,ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი გადაიხადა. ეს ყველაფერი ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე განხორციელდა. ამის შემდეგ მთელი გუნდი მას გადაეფარა, შეინარჩუნა, გვერდში დაუდგა, პანდემიის დროს მთელი მთავრობა იყო ჩართული და მას ვაძლიერებდით მაქსიმალურად.

ერთ-ერთი კრიტიკული დრო როცა დადგა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი გუნდის, ასე ვთქვათ, ფარგლებში – მან პირდაპირ უნდა ითქვას, რა სახელიც დაარქვა პარტიის დამფუძნებელმა, ღალატი ჩაიდინა სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის წინაშე. რა თქმა უნდა, მან უღალატა ჩვენს გუნდს, სახელმწიფოს პირველ რიგში. იმიტომ, რომ ქვეყანა ასეთ დროს მიატოვა პირდაპირ. ალბათ მსოფლიოს ისტორიაში ანალოგი არ მოიძებნება, როცა უმაღლესი თანამდებობის პირი პრემიერ-მინისტრი გადადგა მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ-ერთი თავზე გასული ადამიანის დაჭერას არ დაეთანხმა მაშინ, როცა წინა დღეს და წინა საათებში ის დაჟინებით თავად ითხოვდა მის დაკავებას. ამის გამო ადამიანმა მიატოვოს და შუა ოპერაციის დროს სისტემა დააყენოს ჩამოშლის საფრთხის წინაშე, რა თქმა უნდა, არის ღალატი, პირველ რიგში სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის წინაშე.

ამის შემდეგ გახარია გამოვიდა და თქვა, რომ აპირებდა პოლიტიკაში დარჩენას. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ იმიტომ, რომ დავდივარ აქ, ყველა რეგიონში, ვიცით კარგად, რომ მიზანმიმართულად ის და მისი გუნდის წევრები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს იგი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რაც სრული სიცრუეა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას! ამის თაობაზე პარტიის დამფუძნებელმა გააკეთა განცხადება და მას დაარქვა სახელი – მოღალატე სახელმწიფოსი და გუნდის.

ამის შემდეგ მეორე ვერსია გაავრცელა, რომ თითქოს შესაძლო კოალიციაში ჩვენ ,,ქართული ოცნება“ პარტნიორად განვიხილავდით გახარიას პარტიას. კითხვას ვუსვამ ნებისმიერ მოქალაქეს: კაცი, რომელიც ნდობას დაამსხვრევს საკუთარი გადაწყვეტილებით, უღალატებს და ზურგში ლახვარს და დანას ჩაარტყამს კრიტიკულ, კრიზისულ სიტუაციაში და საკუთარი გადაწყვეტილებით თავად ანგრევს ნდობას, რომელიც 8 წელი ერთად ვაშენეთ, როგორ შეიძლება ამ ადამიანს ნდობა გამოუცხადოს როგორც ყოფილმა მმართველმა გუნდმა, ასევე ჩვეულებრივმა ადამიანებმა?!

რა თქმა უნდა, ჩემ თვალში გახარია არის მოღალატე ჩვეულებრივი და უფრო მეტსაც ვიტყვი: გახარია არის იშვიათი მოღალატე. სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ. ის არის იშვიათი მაზაკვალი მოღალატე ამას კარგად გამიგებენ!“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თანდათან გლობალური დაპირისპირების ეპიცენტრი კიევიდან ვაშინგტონში გადაინაცვლებს” – გია ხუხაშვილი

გეოპოლიტიკური ცენტრის აშშ-ში გადანაცვლებასთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს გამოთქვამს ანალიტიკოსი...

“სამთავრობო დაწესებულებების ერთ სივრცით არეალში მოწყობა, არის უგუნურობა. თუნდაც სამხედრო თავდაცვის სტრატეგიის კონტექსტში” –...

მმართველი პარტიის გადაწვეტილებას, ყველა სამთავრობო დაწესებულებების არსენალის მთაზე გადატანასთან...

“აშხაბადის კოშმარზე გამახსენდა ჩემი 2008 წლის შემდეგი ვიზიტი თურქმენეთში” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი წლების წინ თურქმენეთში განხორციელებულ ვიზიტს და კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სულ უფრო მეტად ვრწმუნდები რომ ივანიშვილი, როგორც პროექტი, რუსეთმა ჩამოწერა” – ლელა ჯეჯელავა

"დიდი შანსია "არა არაბობის "უკან "დიდი რუსობის "პროექტი იდგეს. მოძრაობებს,...

“ივანიშვილი სამუდამო პატიმრობას ვერ აცდება” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" საპატიო...

“ჯერ არნახულში მიიყვანა კობახიძის სიგიჟემ ივანიშვილი არც მეტი, არც ნაკლები, ჰააგამდე” – ნიკა გვარამია

ბიბისის სკანდალურ რეპორტაჟს და მასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს, პოლიტიკურ-სამართლებრივი...

“რუსეთს მაინც ვერ ვავნებთ და მილიონ ქართველს რომ გამოგვიყრიან უკან, მერე რას ვშვებით?” –...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“იანვრიდან ელექტროენერგიის ფასი გაიზრდება… ქოცებმა იქნებ სამადლობელი აქცია გუმართოთ ბ–ნ ბიძინას” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, ტარიფებთან დაკავშირებით სემეკის...