შაბათი, ნოემბერი 1, 2025
7.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიგიორგი ვაშაძე: "ჩემთვის წარმოუდგენელია იმ პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც...

გიორგი ვაშაძე: “ჩემთვის წარმოუდგენელია იმ პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც ამბობენ რომ გინდა თუ არა ნომერ პირველი ამოცანა არის არჩევნები და არა ადამიანის სიცოცხლე”

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ყურადღებას არჩევნების 2-3 კვირით გადავადების შესაძლებლობაზე ამახვილებს. როგორც ვაშაძე აცხადებს, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მთავარი ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლის გადარჩენაა. ოპოზიციონერი ლიდერის აზრით, აღნიშნულ საკითხზე საერთო მსჯელობის დაწყება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება.

ქვეყანაში უმძიმესი ეპიდვითარებაა, ადამიანები ყოველდღიურად ეწირებიან კორონავირუსს. ამ ფონზე, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ ხელისუფლების მხრიდან და მით უმეტეს, მიუღებელი და გაუგებარია განცხადებები, რასაც ზოგიერთი არახელისუფლებაში მყოფი ძალის მხრიდან ვისმენთ. მეგობრებო, ძალაუფლება და ძალაუფლებისთვის ბრძოლა არაა მთავარი მიზანი, მთავარი ამოსავალი წერტილი არის ადამიანი, რომლის სიცოცხლესაც ემუქრება საფრთხე იმ უგუნური ნაბიჯების გამო, რაც ქვეყანაში გადაიდგა. ჩემთვის წარმოუდგენელია იმ პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ გინდა თუ არა ნომერ პირველი ამოცანა არის არჩევნები და არა ადამიანის სიცოცხლე. წარმოუდგენელია, რომ ამბობენ – არც კი უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში ეპიდმდგომარეობის მაქსიმალურად შესამსუბუქებლად.

ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი, ჩვენი პარტნიორი პარტიები, მზად ვართ და რა თქმა უნდა აქტიურად ვემზადებით არჩევნებისთვის, მაგრამ არჩევნების 2-3 კვირით გადადება ან ამაზე მსჯელობა ნამდვილად არ გვიღირს და არ არის ჩვენთვის საპირწონე იმის, რომ ადამიანების სიცოცხლე შევწიროთ და რაღაცა ჯიუტად ვამტკიცოთ, კუნთები ბატი-ბუტებივით გამოვაჩინოთ და ვაჩვენოთ ხალხს რაღაცა, აი რა მაგრები ვართ და ხელი ვიშვიროთ სხვისკენ.

მეგობრებო, ხალხის სიცოცხლე არის გადასარჩენი. დღეს არის უმძიმესი ვითარება, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, საზოგადოებას პირველ რიგში – დიცავით წესები. კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებასაც და ყველა პოლიტიკურ ძალას – დავსხდეთ და როგორც სახალხო დამცველმა თქვა და ბევრმა დამოუკიდებელმა პირმა, დავიწყოთ მსჯელობა არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ყოველდღიურად ჩვენი აქტიურობა საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს. მართლა წარმოუდგენლად მიმაჩნია, 2-3 კვირა იყოს გადამწყვეტი ამ ვითარებაში არჩევნების კუთხით და ადამიანების სიცოცხლე შევწიროთ ამას. ყოველდღიურად მეტიდამეტი ადამიანი კვდება, სამწუხაროდ და გაცილებით უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. ძალაუფლება არის ხალხისთვის, ადამიანებისთვის და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ უბრალოდ თანამდებობა დაიკავოს.

აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვამბობ – რეგულაციები, რომელიც უნდა დავიცვათ ყველამ – ყველას გთხოვთ პირბადეები გავიკეთოთ, ვაქცინაცია რა თქმა უნდა – უნდა დავეხმაროთ ექიმებს. გადატვირთულია სამედიცინო დაწესებულებები, მაგრამ ლოგიკური აზრი და გონი არ უნდა დავკარგოთ ამ მძიმე ვითარების დროს.

კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ვიმსჯელოთ, ხომ არ ღირს 2-3 კვირით უბრალოდ გადაწევა არჩევნების, იმისათვის რომ დავასტაბილუროთ, თუნდაც გასული წლის მონაცემებზე დავიდეს პანდემიის პირობები და შემდგომ ჩავატაროთ არჩევნები. აქ იმაზე არ არის საუბარი ვის სურს – ვის არ სურს, გვეჩქარება თუ არ გვეჩქარება ხელისუფლების ცვლილება. ასეთი ხელისუფლების ცვლილება ნამდვილად ყველას გვეჩქარება, მაგრამ მნიშვნელოვანია წინ დავაყენოთ ადამიანის, მოქალაქის ინტერესი, ადამიანის სიცოცხლე უპირველეს ყოვლისა და შემდგომ უკვე გვქონდეს საუბარი იმაზე, თუ რომელ დღეს გაიმართება კონკრეტულად არჩევნები, 2-3 კვირა ნამდვილად არაფერს არ წყვეტს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემს დროს გაგზავნილი სტუდენტების 99% ბრუნდებოდა ქვეყნის სამსახურში” – მიხეილ სააკაშვილი

"განათლების საერთაშორისო ცენტრის" დახურვის გადაწყვეტილებას მძიმე შეფასებებით ეხმაურება საქართველოს...

“ახლა უკვე ღირსების საკითხია, თუ გავუძლებთ ამ დიად გამოწვევას” – ბეჟან ჯავახია ოპოზიციურ პარტიებს...

ისტორიკოსი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ქვეყანაში შექმნილი...

“საქართველო, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინში უნდა იყოს, რეალურად დემოკრატიული უკუსვლის და მისი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე, კონკრეტულ ისტორიული ფაქტებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ მთხოვთ, სიმპათიით ვიყო იმ პერსონების მიმართ, ვინც აქციაზე მიშას ბანერებს ებრძვის და ეს...

26 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის წინ, მიხეილ სააკაშვილის ბანერებით...

“ვინც აქამდე ვერ მიხვდა რა ნაჯახიანი გიჟი ლეწავს ამ ქვეყანას ფუნდამენტურად, ბიძინას ჩიჩილაკი აუცილებლად...

მთავრობის მიერ განათლებაში დაგეგმილ რეფორმას ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

“გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი” – მიხეილ სააკაშვილი

"სადამდე უნდა ვიშტეროთ თავი? მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა! -...

“ახლა ნახავთ რა ღირს ქოცის ე.წ. მხარდამჭერების ერთგულება და სიყვარული” – ნინო ჯანგირაშვილი

“ქართული ოცნების” ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ წინააღმდეგობას მოჰყვება უფრო დიდი წინააღმდეგობა!!” – ელისო კილაძე

რუსთაველის გამზირის გადაკეტვაზე ხელისუფლების რეაქციას ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...