spot_img
მთავარიარჩევნები"საერთოდ, არც უნდა განვიხილოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის სადმე...

“საერთოდ, არც უნდა განვიხილოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის სადმე გადადება!” – მიხეილ სააკაშვილი

საზოგადოებაში გაჩენილ მოსაზრებას, მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, ეხმიანება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აცხადებს, რომ არჩევნების გადადება არ უნდა მოხდეს:

საერთოდ, არც უნდა განვიხილოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის სადმე გადადება!

გადადება კი არა, დაჩქარებაა საჭირო და პირიქით, აქეთ გადმოდება – ჩვენ გვჭირდება ახლა მობილიზაცია, მოქმედება და გამარჯვება ჩვენი იქნება ყველა შემთხვევაში, ოღონდ რა თქმა უნდა, მთელი ძალების მობილიზაციის პირობებში.

მე ამ პროცესში ვარ ჩართული ბოლომდე და მე, მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ყველანაირი გადადების, ამ რეფერენდუმის.

რეფერენდუმის გადადების ყოველი დღე, იქნება ახალი დღე სიკვდილის, ხალხის ქვეყნიდან გადინების და ქვეყნის შემდგომი განადგურების.

ამიტომ, მე მომხრე ვარ რეფერენდუმის გადაუდებლად ჩატარების ისევე, როგორც არ ვარ მომხრე სატრანსპორტო, ან რაიმე სხვა შეზღუდვების, რაც მხოლოდ აზარალებს უბრალო ადამიანებს.

უბრალოდ საჭიროა, რომ სპეციალურად, დაგვიანებული აცრები ახლა მაინც დაჩქარდეს და უსაფრთხოების წესები, ეკონომიკის შეზღუდვების გარეშე იქნას დაცული და სამედიცინო ინფრასტრუქტურამ სათანადოდ იმუშაოს და პოლიტიზაციას ჩამოშორდეს სამედიცინო დაწესებულების მართვას“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა

ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი...

“ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს” – კახა კალაძე

„ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც...

“რამდენი უსახური ნაგებობა შენდება ქალაქში და მაინც და მაინც დოქებს მიადგნენ” – რომან გოცირიძე

გავრცელებული ინფორმაციით რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებაა მიღებული და მის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...