შაბათი, ივნისი 28, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"როგორც მოქალაქე, ჯანდაცვის სპეციალისტი და პოლიტიკოსი ვთვლი, რომ...

“როგორც მოქალაქე, ჯანდაცვის სპეციალისტი და პოლიტიკოსი ვთვლი, რომ როდესაც ათასობით ადამიანი გვეღუპება, ახლა გზებსა და ფასადებზე საუბრის დრო არ არის” – სერგო ჩიხლაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, ჯანდაცვის სპეციალისტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც დეტალურად მიმოიხილავს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და მიზანშეწონილად მიაჩნია მსჯელობა არჩევნების გადადების თაობაზე:

როგორც მოქალაქე, ჯანდაცვის სპეციალისტი და პოლიტიკოსი ვთვლი, რომ როდესაც ათასობით ადამიანი გვეღუპება, ახლა გზებსა და ფასადებზე საუბრის დრო არ არის.

პანდემიის მართვის გეგმა სად არის? რას აკეთებს მთავრობა? შემდეგი 1 თვე რა უნდა გაკეთდეს? ყოველ დილას ველით დაზაფრულები 50-60-თუ 70? 5900 თუ 6500? და არანაირი მწყობრი ნაბიჯი, არანაირი გეგმა მთავრობიდან!

დღეს კონსტიტუციის დღეა. ქვეყნის უზენაესი კანონი ხაზგასმით გეუბნება, რომ ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, სხვა მრავალ ღირებულებებთან ერთად, უმთავრესი პრინიცპებია. დაცულია კი დღეს ეს პრინციპები?

ვზეიმობთ კონსტიტუციის დღეს და ხელისუფლება ვერ იცავს ადამიანის სიცოხლის უფლებას. დღეში 60-70 გარდაცვლილი ამის დადასტურებაა. არათანმიმდევრულობა, არაპროფესიონალიზმი და ხალხის წინააღმდეგ სიარული, ხელისუფლების ხელწერად იქცა.
50 შემთხვევაზე ქვეყანაში ლამის 1-წლიანი ლოკდაუნი გამოცხადდა და დღეს 5900 შემთხვევაზე საზოგადოებრივი ტრასპორტის გაჩერებით შემოვიფარგლეთ. გეგმა არ აქვთ! იფიქრეს, იფიქრეს და საზოგადოებრივი ტრანსპორტი აკრძალეს, სადაც გავრცელების რისკი მინიმალურია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებიდან მე-10 დღეს დადებითობის მაჩვენებელმა მოიმატა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს რომ ეს არ არის ადეკვატური მეთოდი, ან ქმედითი.

გეგმა სად არის? რას აკეთებს მთავრობა? შემდეგი 1 თვე რა უნდა გაკეთდეს? ყოველ დილას ველით დაზაფრულები 50-60-თუ 70? 5900 თუ 6500? და არანაირი მწყობრი ნაბიჯი, არანაირი გეგმა მთავრობიდან! დღეს იმსჯელეს და რესტორნები 11-ის ნაცვლად 10-ზე დავკეტოთო. ეს იმას ჰგავს, ე.წ. კომენდანტის საათი 5-დან დილის 4-ზე რომ გადასწიეს.
ლოგიკურია, ჩნდება კითხვა – რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს დღეში, ან რამდენია, დღიური ინფიცირების მაჩვენებელი, რომ ხელისუფლებამ მწყობრი გეგმა წარმოადგინოს? და ზოგადად, მსჯელობა დაიწყოს არჩევნების შესაძლო გადავადებასთან დაკავშირებით.

არ მინდა კიდევ მეტად დავზაფრო სიტუაცია, თუმცა ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც მინდა ვუთხრა, რომ ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია. თუ ასე გარძელდა, კიდევ უფრო გართულდება. ექიმებს მინდა თანადგომა გამოვუცხადო, ექთნებს, სანიტრებს, რომლებიც ყოველგვარი გრაფიკის გარეშე 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ხელისუფლება კი პასუხისმგებლობას მთლიანად იხსნის და საბოლოოდ მივიღებთ სამედიცინო პერსონალის დისკრედიტაციას. ამის ნიშნები უკვე არსებობს.

ხელისუფლება, რომელიც გვეუბნება, რომ მისთვის ხალხია მნიშვნელოვანი, ეს სად ჩანს? ქალაქის მერის მიერ გახსნილ სკვერში თუ ფასადზე გამოცხადებულ მსჯელობაში? რა თქმა უნდა არსად! როგორც უკვე ვთქვი, დღეს კონსტიტუციის დღეა! ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა კი სხვა მრავალ ღირებულებებთან ერთად, უმთავრესი პრინიციპებია.
არგუმენტების გარეშე, შეთქმულების თეორიების არ მჯერა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, როგორც მოქალაქე და ჯანდაცვის სპეციალისტი ვსაუბრობ. ვსაუბრობ, როგორც პოლიტიკოსი. როდესაც ათასობით ადამიანი გვეღუპება, ახლა გზებსა და ფასადებზე საუბრის დრო არ არის. ვიმსჯელოთ იმაზე, რომ რამდენად გონივრული იქნება არჩევნების გადადება მხოლოდ და მხოლოდ ხალხის საკეთილდღეოდ, თუ რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის ხალხი პრიორიტეტულია” – წერს სერგო ჩიხლაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვერასოდეს ვერაფრით ვერ დაგვაშინებენ, ვერ გაგვტეხენ” – სოფო ჯაფარიძე

პროდასავლური პარტიების ლიდერების პატიმრობის მისჯას და დაპატიმრების გადაწყვეტილებებს ეხმაურება...

პაატა მანჯგალძე: “ივანიშვილი ბაობაბს და ზებრას უფრო გაუფრთხილდება, ვიდრე თქვენ. ცოტა წინ გაიხედეთ და...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" ლიდერების...

“გთხოვთ ეხლა არ მიმატოვოთ და მიმაყვანინოთ ბოლომდე, რომ შევძლო დავუბრუნდე ადამიანურ ცხოვრებას და არ...

გიორგი სანდუხაძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება, იგი სოციალურ ქსელში უდიდესი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...