spot_img
მთავარიარჩევნებიცესკომ ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტი წარმოადგინა

ცესკომ ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტი წარმოადგინა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მედიას ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის შესახებ გააცნო ინფორმაცია. დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასტან 2019 წლის 19 მაისის არჩევნებზე რამდენიმე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ისაუბრა.

„ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის შემდეგი ეტაპი წყალტუბოსა და ტყიბულში 8 საარჩევნო უბანზე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, მიმდინარე წლის 19 მაისს განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ელექტრონული ტექნოლოგიების საარჩევნო პროცესში გამოყენების პროექტი, ცესკოს მიერ, პირველად, 2018 წელს, შუალედურ არჩევნებზე, ცაიშის თემის 3 საარჩევნო უბანზე განხორციელდა.

საარჩევნო ადმინისტრაცია 19 მაისს გასამართ საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე პროექტს მოდიფიცირებული სახით განახორციელებს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება წინა, 2018 წლის გამოცდილება და პრაქტიკაში გამოვლენილი საკითხები. ხმის ელექტრონული დათვლა კვლევის და უშუალოდ პროცესის შეფასების მიზნით ხორციელდება.

საარჩევნო ადმინისტრაცია აღნიშნული ინიციატივით მიზნად ისახავს თანამედროვე და წარმატებული საარჩევნო ტექნოლოგიების საქართველოს საარჩევნო პროცესში ეტაპობრივად ინტეგრირების შესაძლებლობის განხილვას.

ელექტრონული ტექნოლოგიების პროექტის შესახებ, არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებისა და დიალოგის მიზნით, უკვე გაიმართა შეხვედრები, როგორც არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების, ისე ადგილობრივი დამკვირვებელი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

8 საარჩევნო უბანზე ხმის ელექტრონული დათვლის აპარატი განთავსებული იქნება საარჩევნო ყუთებზე. მას შემდეგ, რაც ამომრჩეველი ბიულეტენს განათავსებს ხმის დათვლსი აპარატში, ელექტრონული მოწყობილობა ასკანერებს ბიულეტენს და შედეგებს ითვლის ავტომატურად.

საბოლოო ჯამში, კენჭისყრის პროცესის დასრულებისთანავე უმოკლეს დროში ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგების ინფორმაცია იქნება ცნობილი.
საპილოტე პროექტი საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული, კანადური საერთშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “DELIAN”-ის მხარდაჭერით ხორციელდება“ – განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ცესკო არ დატოვებს უყურადღებოდ არცერთ უსაფუძვლო ბრალდებას, ცილისწამებას და დეზინფორმაციას, მიზანმიმართულ მცდელობას, რომელიც უწყების...

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ",...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – თეონა ჭალიძე

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...