სამშაბათი, ივლისი 1, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიდედაქალაქში განახლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუნიციპალური ავტოპარკი

დედაქალაქში განახლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუნიციპალური ავტოპარკი

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთად, თბილისის მოსახლეობას ახალი, MAN-ის მარკის, 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა. მისი თქმით, მუნიციპალურ ავტოპარკს პირველ ეტაპზე 90 ახალი, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსი დაემატა, რომლითაც ჩანაცვლდება ამორტიზებული ყვითელი ავტობუსები.

„აქედან 50 უკვე დედაქალაქშია და ორშაბათიდან უკვე მოემსახურება თბილისის მცხოვრებლებს. შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება, ამ ავტობუსების შესყიდვა, რომ არა პრემიერ-მინისტრი. მინდა, ბატონ მამუკას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რადგან, როდესაც ასეთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებ, თუ ცენტრალური ხელისუფლების და პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა არ გაქვს, შეუძლებელია ეს გააკეთო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, უკვე გაფორმდა ხელშეკრულება 220 ერთეული ავტობუსის შემოყვანაზეც.

„წლის ბოლომდე ეს 8-მეტრიანი, ISUZU-ს ფირმის ავტობუსები უნდა შემოვიდეს. ამით მთლიანად ჩავანაცვლებთ ყვითელი ავტობუსების პარკს. ასევე, მომავალი წლისთვის დაგეგმილი გვაქვს კიდევ დამატებით 200 ერთეული, 12-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა. აქედან 100 გაზზე მომუშავე იქნება, 100 კი ელექტრო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა თბილისის მეტროზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტი მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვას დაიწყებს.

„ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვხვდა წილად, რადგან, რაც მეტრო გაიხსნა, 1966 წელს, მას შემდეგ ძირეული რეაბილიტაცია და ცვლილებები არ განხორციელებულა. შესაბამისად, ამ მიმართულებით გვაქვს პრობლემები, თუმცა ვართ ძალიან ამბიციურად განწყობილნი. ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე უსაფრთხო, კომფორტული და პოპულარული. მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია უკვე დაწყებული გვაქვს, თუმცა უკვე მივედით იმ ზღვრამდე, რომ დარჩენილი ვაგონები არ ექვემდებარება რეაბილიტაციას. შესაბამისად, პრემიერისგან თანხმობა მიღებული გვაქვს და მეტროს ახალი ევროპული ტიპის ვაგონების შესყიდვას ვიწყებთ. ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ახალი, მწვანე ავტობუსები გათვლილია 82 მგზავრზე, აქედან დასაჯდომი ადგილების რაოდენობაა 27. ისინი ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია სპეციალური გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სპეციალურად გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე, გააჩნიათ საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და გაჩერებების დასახელების ტექნიკური საშუალება.

თბილისის მერიამ განსაზღვრა 10 მარშრუტი, რომლებზეც ახალი ავტობუსები გადანაწილდება. უახლოეს დღეებში ისინი N85 და N95 მარშრუტებზე გავლენ. მომდევნო ეტაპზე, მაისის ბოლომდე ახალი მწვანე ავტობუსები N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავ ამორტიზებულ ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. ამავდროულად გათვალისწინებულია ამ მარშრუტების მცირედით შეცვლა. ისინი გორგასლის ქუჩიდან აუხვევენ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩაზე და ბარათაშვილის ქუჩას თავისუფლების მოედნის გავლით დაუკავშირდებიან. ამასთანავე, კოტე აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები განისაზღვრება. N50, N55 და N71 მარშრუტების ცვლილება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 1 ივლისიდან აფხაზის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება.

მუნიციპალიტეტისთვის ოთხმოცდაათივე მწვანე ავტობუსის მიწოდების შემდეგ, ისინი ასევე გადანაწილდებიან N3, N15, N33, N54 და N79 მარშრუტებზე.

რაც შეეხება 8-მეტრიან ავტობუსებს, ისინი გათვლილი იქნება 53 მგზავრზე და სრულად ადაპტირებული შშმ პირთათვის. MAN-ის ავტობუსების მსგავსად, ISUZU-ს მარკის ავტობუსებშიც უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და WiFi.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და თბილისის რაიონების გამგებლები.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7...

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 30...

“თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების ახალი ადგილები გამოიყოფა” – კახა კალაძე

„ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის, თბილისში დამატებით ახალი საპარკინგო ადგილები გამოიყოფა“, -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან"...