ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"იმდენად დეტალურია ეს ინფორმაცია, დაშვება შესაძლებელია, რომ სიმართლე...

“იმდენად დეტალურია ეს ინფორმაცია, დაშვება შესაძლებელია, რომ სიმართლე იყოს“ – ნიკა გვარამია

,,მთავარი“ არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე სუს-მა გამოძება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს გვარამია და აცხადებს, რომ ეს მისი დაშინების მცდელობაა ან პროვოკაცია:

,,10 დღეზე მეტია უბრალოდ ეს ინფორმაცია არსებობს. მივაწოდე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, სახალხო დამცველსაც და მათი რჩევითაც და ჩემი გადაწყვეტილებითაც მოვედი კონტრტერორისტულ დეპარტამენტში.

ინფორმაცია ეხება ჩემი ფიზიკური ლიკვიდაციის დაგეგმვას. ეს ბევრჯერ უთქვამთ, მაგრამ ზედმეტად დეტალური იყო იმისთვის, რომ ყურადღება არ მიმექცია. სახელები, გვარები, შემოსვლები, ვინ შემოვიდა, კიდევ ვინ შემოვიდა, როდის და ა.შ.

გულწრფელად გითხრათ, ახლაც დარწმუნებული ვარ, უფრო დაშინების მცდელობაა, რაც ფუჭია ან რაღაც პროვოკაცია. თუმცა, იმდენად დეტალურია ეს ინფორმაცია, რომ დაშვება შესაძლებელია, რომ ეს სიმართლე იყოს.

ორი რამის გამო მოვედი აქ: სული ტკბილია და ბოდიში, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ჩემთვის ცოცხალი ვიქნები თუ არა, მაგრამ ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობის საკითხია ის, რომ თუ ჩემს წინაააღმდეგ რამე მოხდა, ეს მნიშვნელოვან პრობლემებს გამოიწვევს ამ ქვეყანაში. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. ეს პრობლემები ხელსაყრელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი სახელმწიფოსთვის. ამ სახელმწიფოს ჰქვია რუსეთი და იმ ადამიანებისთვის, ვინც აქ რუსულ პოლიტიკას ატარებს.

მინდა, მივმართო ინფორმატორს, რომელიც მე არ დავასახელე იმიტომ, რომ ჟურნალისტური პრივილეგია მაქვს, მაგრამ მინდა მივმართო მას, რომ გააკეთოს ოფიციალური განაცხადი, ამ შენობაში მოვიდეს, ან სხვაგან, როგორი ფორმითაც თვითონ ჩათვლის და მიაწოდოს ინფორმაცია ოფიციალურად“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის...

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...