spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"ასე როგორ შეიძლება გძულდეთ საკუთარი ქალაქი, რომ მუდამ...

“ასე როგორ შეიძლება გძულდეთ საკუთარი ქალაქი, რომ მუდამ დესტრუქციაზე ფიქრობდეთ?!” – თბილისის მერი პოლიტიკურ ოპონენტებს მიმართავს

თბილისის მერი კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს მიმართავს და აცხადებს, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფთან“ დაკავშირებით, საზოგადოებამ არაერთი სიცრუე მოისმინა.

როგორც მან სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას აღნიშნა, დღეს კომპანიის ყველა თანამშრომელი სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა.

გუშინ ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინეთ. გაკვირვებული ვიყავი მათი მოთხოვნებით, პროტესტის შინაარსით. თან თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი სამუშაოს დაუბრუნდა, მიდიოდა მათი ბულინგი, შეურაცხყოფა, რამდენიმეს ფიზიკურადაც შეეხნენ, რაც ძალიან ცუდია. ამის მერე, ვიხილეთ პარალიზებული თბილისის ხილვით გახარებული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გადავსებულ ნაგვის ბუნკერებთან და ცოტა მოგვიანებით, უკვე დასუფთავებაზე გასულებს, როგორ გვიშლიდნენ ხელს და ცდილობდნენ პროვოკაციის მოწყობას. მართლა რა გჭირთ და რა დაგემართათ?!

ასე როგორ შეიძლება გძულდეთ საკუთარი ქალაქი, ქვეყანა, ხალხი, რომ მუდამ დესტრუქციაზე ფიქრობდეთ?! როგორ შეიძლება დედაქალაქს ეძახდე აყროლებულ ქალაქს და ხარობდე ნაგვის გადავსებული ქუჩების ხილვით?!“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ცილისწამება მოიმატებს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერია კონკრეტული საქმეებითა და პროექტებით უპასუხებს.

ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, არ შევდივარ პოლიტიკურ ოპონენტებთან დავაში პოლიტიკურ თემებზე, მაგრამ არასდროს მოგცემთ უფლებას პროვოკაცია მოუწყოთ თბილისელებს, შელახოთ და ფეხქვეშ გათელოთ თბილისის იმიჯი. ამ ბრძოლაში ვიყავი და ვარ უკომპრომისო. ნაგვის გატანა ღირსეული საქმეა და ამას აუცილებლად ყოველთვის გავაკეთებთ. ყოველთვის დავუდგებით ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს გვერდით. ჩვენი საარჩევნო კამპანიის ნაწილი, რა თქმა უნდა, არ იქნება ის მეთოდები, რასაც თუნდაც თქვენ ჩვენთან მიმართებაში იყენებთ. ჩვენ დავდგებით ყველაფერზე მაღლა და იმ ბოროტებას, სიბინძურეს და ცილისწამებას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, კიდევ უფრო მეტი იქნება, ამ ყველაფერს კონკრეტული საქმეებით – გაკეთებული, განხორციელებული პროექტებით და სამომავლო გეგმებით ვუპასუხებთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიახ, ეს იყო ხალხის მიერ ხელისუფლებისათვის გამოცხადებული უნდობლობის რეფერენდუმი საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგით” – ლელა...

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, “დაიცავი ილიაუნის” ინიციატივასთან...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...