spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: მადლობა „თბილსერვისის“ ყველა თანამშრომელს, ვინც დედაქალაქს...

კახა კალაძე: მადლობა „თბილსერვისის“ ყველა თანამშრომელს, ვინც დედაქალაქს კეთილსინდისიერად ემსახურება

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ღამით მომუშავე თანამშრომლებს შეხვდა და საკუთარი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მან აღნიშნა, კომპანიის თანამშრომელთა გარკვეული ნაწილის გაფიცვა სამწუხარო ფაქტია, რადგან მათთან კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობდა.

მინდა, მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ახლა გამოსულია და ქალაქს ასუფთავებს. იცით, თუ რა მდგომარეობა იყო, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების გარკვეულმა ნაწილმა, კონკრეტულად მემანქანეებმა გადაწყვიტეს გაფიცვა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ნამდვილად არ იყო ის ვითარება, რომ ჩვენ არ გვქონოდა იმის შესაძლებლობა, ერთმანეთს დავლაპარაკებოდით, მოგვესმინა და გაგვეზიარებინა ერთმანეთის მოსაზრებები და ასე უეცრად, რმდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობით, იყო გაფიცვის მცდელობა. ადამიანების ნაწილზე, რომლებიც დაუბრუნდნენ სამუშაოს, მიმდინარეობდა ბულინგი, დაშინება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ რამდენიმე კრიმინალმა შეურაცხყოფა მიაყენოს, დაემუქროს და ფიზიკურად გაუსწორდეს თანამშრომლებს. ეს დასჯადია და ყოველთვის მოყვება რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საზოგადოებამ არაერთი სიცრუე მოისმინა.

რაც შეეხება ხელფასებს: გასულ წელს 20%-იანი მატება იყო, მიუხედავად რთული ვითარებისა და პანდემიისა. არავინ ამბობს, რომ ეს საკმარისია. ასევე, იყო დაპირება, რომ 2022 წლის იანვარში ჩვენ ამ თემას დავუბრუნდებოდით. ეს ყველამ იცოდა. ტექნიკასთან დაკავშირებითაც მოვისმინეთ ძალიან დიდი ტყუილი, თითქოს, ცხრა წლის განმავლობაში არ მომხდარა ტექნიკის შეძენა. ძალიან მარტივად შეგვიძლია ამ ყველაფრის გადამოწმება.

შეგიძლიათ, ნახოთ ჩემი ორი წლის წინანდელი პრეზენტაცია, როდესაც ახალი ტრანსპორტი შემოვიყვანეთ. რა თქმა უნდა, ესეც არ არის საკმარისი და მეტია საჭირო, უკვე შესყიდვა განხორციელებული გვაქვს. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპის რეკინსტრუქციისა და განვითათარების ბანკს თანამშრომლობისთვის.

უახლოეს მომავალში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია, რომელიც იმ ტექნიკას შემოიყვანს, რომელიც საჭიროა დასუფთავების სამუშაოების ნორმალურად წარმართვისთვის. რაც შეეხება ფორმებს, ასევე ბევრი ტყუილი მოვისმინეთ, თითქოს, რვა წლის განმავლობაში სამუშაო ფორმა არ მიუღიათ ამ ადამიანებს. ყოველწლიურად ხდება ახალი ფორმების შეკერვა. ბოლო შესყიდვაზე იყო გარკვეული პრობლემები გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით. მოხდა უნიფორმების რებრენდინგი, რამდენჯერმე მოგვიწია ტენდერის თავიდან ჩატარება, უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია და აგვისტოს ბოლოს-სექტემბრის დასაწყისში ექნებათ ახალი ფორმები, როგორც საზაფხულო, ასევე ზამთრის, ორი-სამი წყვილი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, დედაქალაქის მერმა ოპონენტებსაც მიმართა და განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მზად არიან, ქალაქს 24 საათის განმავლობაში ემსახურონ.

ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ: მარტო ჩვენ რომ მიგვიწიოს მუშაობა, ამ ადამიანებთან ერთად, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა, მოწესრიგებული, თუმცა გარწმუნებთ, რომ მარტოს არ მოგვიწევს ამის გაკეთება, ძალიან ბევრნი ვართ, ვინც დადგება იქ, სადაც ჩვენს ქალაქს სჭირდება.

პირადად მე, ჩემი თანამშრომლები, მზად ვართ, ამ ქალაქს ვემსახუროთ 24 საათის განმავლობაში. ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქალაქი იყოს ყველაზე სუფთა, მოწესრიგებული და მწვანე. ეს არ მოსწონთ ჩვენს ოპონენტებს, მაგრამ რას ვიზამთ, მოუწევთ კიდევ ბევრი წელი უყურონ ჩვენს გაკეთებულ პროექტებს და დატკბნენ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოებით.

თქვენ ვერ მოიტანთ ვერც ერთ ჩემს ნათქვამს, თითქოს, ვარ უკმაყოფილო „თბილსერვისის“ თანამშრომლებით. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, მიზანმიმართულად გავრცელებული ჭორი, კონკრეტულად იმ პროვოკატორების მიერ, ვინც დღეს იქ აბუნტებდა ადამიანებს. ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას მხარდაჭერისთვის. უამრავმა ადამიანმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე სუფთა და მოწესრიგებული. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ სელფები და ვიდეოები იღოს გადავსებულ ნაგვის ურნებთან. ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებთან და მოადგილეებთან ერთად, ქალაქის ქუჩების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავებაში მონაწილეობაც მიიღო.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საიდუმლო გასკდა: სად დაიკარგა ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი…” – რომან გოცირიძე

ტელეკომპანია "იმედის" და "ლიბერთი ბანკის" ყოფილი მფლობელის, ირაკლი რიხაძის...

მიხეილ სააკაშვილი: “საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა”

მმართველი გუნდის მიერ ჯარიმების გაზრდასთან დაკავშირებით მწვავე შეფასებებს აკეთებს...

“ჩემს ბიძას, ვახტანგ ხმალაძეს ახლა თქვენი მხარში დგომა სჭირდება…” – თამარ ჯაფარიძე

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის დისშვილი, თამარ ჯაფარიძე თავისი ბიძის მძიმე...

“დიალოგი თუ ილუზია: რა არ გვესმის რუსეთის პოლიტიკაში” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა რუსეთის ფედერაციის იმპერიული ამბიციები არსად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“გამოდის რომ საქართველოში დიპლომი არა კომპეტენციის, არამედ რწმენის დამადასტურებელი დოკუმენტია” – გია ხუხაშვილი

პატრიარქობის კანდიდატებად შერჩევის პროცესში საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი დიპლომის საჭიროებას,...