spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე - ერთიანი და სოლიდარული თბილისი არის...

კახა კალაძე – ერთიანი და სოლიდარული თბილისი არის ძალა, რომელსაც მე ვეყრდნობი

თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბი გაიხსნა.

მერობის კანდიდატმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

მისი თქმით, დღეიდან, თბილისელებს აქვთ ადგილი, სადაც საკუთარი მოსაზრებების გაზიარება შეეძლებათ.

დღეს, წინასაარჩევნო პროცესისთვის, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი და რიგითი ღონისძიებაა – იხსნება ჩემი საარჩევნო შტაბი, თუმცა, მერწმუნეთ, პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის, ჩვენი მხარდამჭერებისთვის დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია. მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმით, რომ დღეიდან თბილისელებისთვის იქნება ადგილი, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, მოვიდნენ, საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარონ, სადაც მათ ელოდებიან, უსმენენ და მათთან ერთად გეგმავენ თბილისის ხვალინდელ დღეს, ჩვენი ქალაქის განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ყველა პროექტი, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა, სწორედ მოსახლეობის მხარდაჭერის შედეგია.

ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა პროექტი, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა, ჩვენი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერის შედეგია. რა თქმა უნდა, იყო გამოწვევები, იყო პრობლემები, რასაც მარტო ვერ დავძლევდით. ჩვენ ერთად ვებრძოდით ყველა პრობლემას, ერთად ვიყავით მაშინაც, როდესაც უხილავი მტრის გამოჩენით მიღებული დარტყმა შოკისმომგვრელი იყო არა მხოლოდ თბილისისთვის ან საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის. დღესაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა პანდემია“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, პანდემიის პერიოდმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა მოსახლეობის სოლიდარობა და ურთიერთთანადგომა.

გავა დრო და პანდემია დავიწყებას მიეცემა, მაგრამ არასდროს დამავიწყდება პირადად მე, ის დიდი თანადგომა და სოლიდარობა, რისი მოწმენიც ყველანი ვიყავით – ბიზნესის მხარდაჭერა; სრული მობილიზაცია; მაღაზიებში საკუთარი ოჯახისთვის ნაყიდი პროდუქტის და ნივთების განაწილება და გადაცემა იმ ოჯახებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირდა ამ რთულ ვითარებაში; მოხალისეებად ქცეული ჩვენი საამაყო ახალგაზრდები, რათა მარტოხელა მოხუცებისთვის, სოციალურად დაუცველი პატარებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის მიგვეწოდებინა საკვები და ჰიგიენის საშუალებები. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ ადამიანებს თანადგომისთვის.

დიახ, ეს ქალაქი იყო და მომავალშიც იქნება მაგალითი დიდი სიყვარულის, ერთიანობის, თანადგომის და სოლიდარობის. სწორედ ეს არის ის ძალა, რასაც ვეყრდნობი, რაც მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ ერთად გავიმარჯვებთ, ერთად შევძლებთ კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე შევიდეს ჩვენი ქალაქის ყველა უბანში. უფრო მეტი განათლება, უფრო მეტი პროექტი, მეტი ინოვაცია, მეტი სიახლე, მეტი ახალი რეკრეაციული სივრცე, მეტი ახალი საბავშვო ბაღი, მეტი შრომა იქნება მომავალი 4 წლის გეგმა და მიზანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა საზოგადოებას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი წარუდგინა. საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის, მთავრობის და საკრებულოს წევრები.

ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქართველები მიდიან, უცხოელები მოდიან, ქვეყნის მოსახლეობა იზრდება” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“უკან ყურებით მომავალს ვერ ავაშენებთ. არავის აინტერესებს მხოლოდ წარსული – დღეს გვჭირდება აწმყო და...

გავრცელდა პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის, "კოალიცის ცვლილებებისთვის" წევრის საბა...

“ბავშვებისთვის წამლების ყიდვას საკუთარ დამარცხებად განიხილავენ…” – ზურაბ ბატიაშვილი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობისთვის საჭირო წამლების შესაძენად თანხის გამოყოფის...

“რაც ახლა ანტისახელისუფლებო სივრცეში ხდება – პოლიტიკური კანიბალიზმია, ერთმანეთისა და თვითშეჭმის პროცესი” – არჩილ...

ოპოზიციუე/საპროტესტო ფლანგზე შექმინი რეალობა და პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორის, ანალიტიკოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“დიალოგი თუ ილუზია: რა არ გვესმის რუსეთის პოლიტიკაში” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა რუსეთის ფედერაციის იმპერიული ამბიციები არსად...

“ქოცები ქართველებს ეპყრობიან, როგორც ოკუპირებულ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

ჯარიმებთან დაკავშირებით მძიმე შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი თავი და მისთვის ყველაზე ძვირფასი – საკუთარი ოჯახის...

„ყოველთვის, როდესაც ოპოზიცია მორიგ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, მათი პარტიული...