პარასკევი, აპრილი 19, 2024

ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის რეკორდსმენი – ლაშა ტალახაძე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი

ლაშა ტალახაძე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის რეკორდსმენი – ძალოსნობა, +109კგ.

ატაცში ოლიმპიური ჩემპიონის სამივე ცდა – 208, 215, 223 კგ. წარმატებული  და მეტოქეებზე მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა.

ლაშა ტალახაძის გამოსვლა წარმატებული იყო აკვრაშიც, პირველივე ცდაზე 245 კილოგრამი დასძლია, შემდეგ – 255 კილოგრამი, ბოლო მისვლაზე კი – 265 კილოგრამი, რითიც მის მიერვე 2019 წ. პატაიას მსოფლიო ჩემპიონატზე დამყარებული მსოფლიო რეკორდი – 264კგ. ერთი კილოგრამით გააუმჯობესა.

ამ შედეგებით მოხდა მსოფლიო რეკორდის დამყარება ორჭიდის ჯამში დაგროვილი 488 (223+265) კილოგრამით.

ჩემპიონის პირველი კომენტარი ტოკიოდან:

ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის და გვერდში დგომისთვის. ძალიან გახარებული ვარ დღეს იმიტომ, რომ უკვე მეორედ შევინარჩუნე ოლიმპიური ჩემპიონობა, ოქროს მედალი, რაც ძალიან სასიხარულოა. მოუთმენლად ველოდებოდი დღევანდელ შეჯიბრებას და დადგა ეს ნანატრი წუთებიც. დიდი მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს გამარჯვებაში,” – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული